ტრაბზონსპორს ალტინტოპის შეძენა სურს

ჰამიტ ალტინტოპი მადრიდის რეალში ბაიერნიდან 2011 წლის ზაფხულს თავისუფალი აგენტის სტატუსით მოვიდა, მის ტრანსფერს ყველა სკეპტიკურად უყურებდა და ექსპერტები არც შემცდარან, თურქმა ლეგიონერმა სამეფო კლუბში ფეხი ვერ მოიკიდა და ხშირ შემთხვევაში განაცხადშიც კი ვერ ხვდებოდა.

ჰამიტს კლუბის დატოვება აქვს განზრახული, მისი შეძენით კი თურქული ტრაბზონსპორი არის დაინტერესებული, რომელშიც მისი ტყუპი ჰალილი თამაშობს. ძმებმა უკვე ისაუბრეს და ჰალილმა ჰამიტს შესთავაზა თურქეთში გადაბარგება და მასთან თამაში. ისინი ერთად შალკეს შემადგენლობაში გამოდიოდნენ და ბრწყინვალდედ აწყობდნენ თამაშს, შესაბამისად არ არის გამორიცხული ალტინტოპებმა კვლავ მოირგონ ერთი კლუბის მაისური.

შეგახსენებთ ჰამიტ ალტინტოპს მადრიდის რეალთან კონტრაქტი 2015 წლამდე აქვს გაფორმებული.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 16
2 მბაპე 15
3 რაფინია 11
4 ბუდიმირი 10

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

თებერვალი 2025 (44)
იანვარი 2025 (330)
დეკემბერი 2024 (329)
ნოემბერი 2024 (334)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)