"ალკალა" 1-1 "კასტილია"
"კასტილიამ" გუშინ მორიგი მატჩი გამართა...
ალბერტო ტორილის შეგირდებმა ბოლოს წინა მატჩი გამართეს. გასვლაზე მადრიდელები "ალკალას" ფეხბურთელებს დაუზავდნენ. მიუხედავად იმისა, რომ "კასტილიელები" უდიდეს უპირატესობას ფლობდნენ, ანგარიშ მაინც მასპინძებმა გახსნეს 41-ე წუთზე. 82-ე წუთზე ალვარო მორატამ ანგარიში გაათანაბრა და საბოლოო შედეგიც დააფიქსირა. შეგახსენებთ, რომ "კასტილია" რამდენიმე ტურის წინ გახდა ჩემპიონი "სეგუნდა ბ"-ს. ტორილის შეგირდები ახლა ფლეი-ოფს ელოდებიან. "თეთრებს" სავარაუდოდ "ტენერიფე", "ლუგო" ან "ალბასეტე" დაუპირირპირდება. აქვე გეტყვით იმასაც, რომ ხოსელუ 19 გოლით ლიდერობს ბომბარდირთა დავას და ძნელად სავარაუდო არც არის, რომ სწორედ ის მოიგებს ამ ჯილდოს.
- 6 მაი 2012
- 1 561
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.