ჩემპიონობა ახალწვეულების გარეშე
მადრიდის რეალმა 10 თვის წინ 5 ფეხბურთელი შეიძინა, თუმცა მათ ლა ლიგას მოგებაში დიდი წვლილი არ შეუტანიათ, საერთო ჯამში 5ივე ფეხბურთელმა სრული სათამაშო დროის მხოლოდ 16%-ში მიიღეს მონაწილეობა.
ყველაზე მეტ ამ ფეხბურთელებიდან კოენტრაომ ითამაშა, რომელსაც მოურინიო ძალიან მნიშვნელოვან შეხვედრებში ენდობოდა, დანარჩენ პერიოდში კი მარსელო მოწოდების სიმაღლეზე იდგა და კოენტრაო მას კონკურენციას ვერ უწევდა. ფაბიო იმ შეხვედრებში გვევლინებოდა ძირითად შემადგენლობაში, სადაც ჟოზე გუნდს დაცვაზე ორიენტირებულ ფეხბურთს ათამაშებდა.
შემდეგ სათამაშო დროით მოდის ხოსე კალეხონი, რომელმაც ყველა ტურნირზე მოახერხა გოლის გატანა და პრინციპში როდესაც შანსი, თავის შესაძლებლობებს მეტოქის კარში "შეგდებული" ბურთებით ამტკიცებდა, თუმცა ძირითად შემადგენლობას თითქმის არ გაკარებია და ძირითადად შეცვლებზე შემოდიოდა.
რაფაელ ვარანი სამომავლოდ იყიდეს და ამ ფეხბურთელმა რამდენიმე მატჩში მიიღო მონაწილეობა, სადაც მწვრთნელის და გულშემატკივრების მოწონება დაიმსახურა. ის განაგრძობს ზრდას და არ არის გამორიცხული მალე დაიმკვიდროს კიდეც ადგილი მადრიდის რეალის დაცვის ცენტრში, თუმცა იქამდე მან უნდა განაგრძოს პროგრესი. რაც შეეხება ალტინტოპსა და შაჰინს, მათ ტრავმები აწუხებდა და მწვრთნელის ნდობა ვერ დაიმსახურეს.
კოენტრაო - შენაძენი რომელიც ყველაზე მეტს თამაშობდა და ყველაზე მეტი კრიტიკა დაიმსახურა.
სამეფო კლუბმა ამ ფეხბურთელში 30 მილიონი ევრო გადაიხადა და ძალიან ცოტა ითამაშა, მას ხშირად აკრიტიკებდნენ გულშემატკივრები, მაგრამ არ აკლდა მოურინიოს მხარდაჭერა, სანამ ესპანურ გამომცემლობებში არ გამოქვეყნდებოდა მისი სურათი სიგარეტით ხელში, ამის შემდეგ ჟოზეს დამოკიდებულება ფეხბურთელისადმი შეიცვალა.
კალეხონი - მებრძოლი ჯარისკაცი
ხოსე კალეხონი მადრიდის რეალის აღზრდილია და როდესაც სათამაშო დრო ეძლეოდა ბოლომდე იხარჯებოდა, ამის გამო მან გულშემატკივრების სიყვარული დაიმსახურა. მისმა გოლმა მალიორკას კარში ოთხი ქულა მოუტანა მადრიდის რეალს, თუმცა ძირითდ შემადგენლობაში მხოლოდ 4 შეხვედრა დაიწყო.
შაჰინი - 90 წუთი მისთვის უტოპიაა
ნური გასულ სეზონში ბუნდესლიგის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს, თუმცა მადრიდში მისი კარიერა ვერ აეწყო ისე, როგორც ვარაუდობდნენ, ყველაზე მეტად მას ტრავმებმა შეუშალეს ხელი და ვერაფერით აღიდგინა სათამაშო კონდიციები, რის გამოც მწვრთნელის ნდობა ვერ დაიმსახურა.
ალტინტოპი - მხოლოდ ერთი შეხვედრა მიმდინარე სეზონში
ალტინტოპიც ტრავმით მოვიდა მადრიდის რეალში და ვერ მოახერხა არათუ ძირითადში ადგილის დამკვიდრება, რასაც თავიდანვე სკეპტიკურად უყურებდნენ, არამედ განაცხადშიც კი ვერ ხვდებდა ხშირ შემთხვევაში.
ვარანი - ფეხბურთელი რომელსაც აქვს პერსპექტივა მადრიდის რეალში
ფრანგ მცველს ახლახანს შეუსრულდა 19 წელი. ის სულ რაღაც 18-ის იყო, როდესაც მადრიდის რეალში ზიდანის რეკომენდაციით მოვიდა. ის პერსპექტიულ მცველად ითვლება თუმცა მიმდინარე სეზონში მხოლოდ 6 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ერთი გოლის გატანაც მოახერხა.
- 4 მაი 2012
- 2 597
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.