იგუაინი არ იყიდება!

სიბელესზე იგუაინი გამოჩნდა მაისურით, რომელზეც თანაგუნდელების ხელმოწერები იყო, გულშემატკივრებმა კი იფიქრეს, რომ ეს მისი გუნდიდან წასვლის ნიშანი უნდა ყოფილიყო. სამეფო კლუბის ხელმძღვანელობამ კი დაამშვიდა ქომაგები და ძალიან მკაცრი განცხადება გააკეთა: "იგუაინი არ იყიდება!"

"იგუაინი არ იყიდება! მას კლუბთან ხანგრძლივი კონტრაქტი აკავშირებს და არ ვაპირებთ მისი გუნდიდან გაშვებას, თუ ვინმეს პიპიტას შეძენა სურს 200 მილიონი ევრო უნდა გადაგვიხადოს."

მიმდინარე სეზონში იგუაინმა დაკარგა ადგილი ძირითად შემადგენლობაში და იშვიათად უწევდა თამაში. მიუხედავად ამისა, ის გულშემატკივრების ერთ-ერთი საყვარელი ფეხბურთელია და მისი გუნდიდან გაშვება დიდ უკმაყოფილებას გამოიწვევდა. პსჟ მზად არის ფეხბურთელში გადაიხადოს 50 მილიონი, თუმცა სამეფო კლუბის ოფიციალური წარმომადგენლების აზრით, იგუაინის 50 მილიონად გაყიდვის შემთხვევაში ზუსტად ამდენივე უნდა გადაიხადოს რეალმა ახალი თავდამსხმელის შეძენაში, მაგრამ გარანტია არ იქნება, რომ ის სამეფო კლუბს მოერგება, ამიტომ ისინი ამ წინადადების განხილვასაც კი არ აპირებენ.

სამეფო კლუბის წარმომადგენლების განცხადებით, ისინი ელაპარაკნენ ფეხბურთელს და მას არაფერი უთქვამს კლუბის შეცვლაზე და ხელმოწერებიანი მაისურის ჩაცმა კი იმას ნიშნავდა, რომ მას პირიქით გუნდში დარჩენა უნდა და ეს მაისური სამახსოვროდ ექნება, რომელიც გაახსენებს იმ თანაგუნდელებს, რომლებთნ ერთადაც მოიგო ლა ლიგა.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (241)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)