გრანადას პრობლემა სახელად: CR7
გრანადას აუცილებლად სჭირდება ქულები დღევანდელ შეხვედრაში და ლოგიკურად რომ ვიფიქროთ უნდა აიღოს კიდეც, მადრიდის რეალი გადახალისებული შემადგენლობით გამოვა მოედანზე და მოტივაციაც ნაკლები ექნება, მაგრამ გრანადას ძალიან დიდ პრობლემებს შეუქმნის კრიშტიანო რონალდო, რომელიც მესის 2 გოლით ჩამორჩება.
წინა სამ სეზონში ოქროს ბურთს ლიონელ მესი დაეუფლა, ახლა კი რონალდოს აქვს შანსი წაართვას არგენტინელს ეს ტიტული და კარიერაში მეორეჯერ მოიპოვოს აღნიშნული ტიტული. ამისათვის პორტუგალიელს რა თქმა უნდა ევროპის ჩემპიონატი აქვს, სადაც კარგად უნდა იასპარეზოს, თუმცა აუცილებელია პიჩიჩის ტიტულის მოპოვებაც, რომელთანაც ახლა მესი უფრო ახლოს არის, ვიდრე რონალდო. ასე რომ პორტუგალიელისაგან ძალიან აქტიურ და აგრესიულ თამაშს უნდა ველოდოთ.
არ უნდა დავივიწყოთ ისიც, რომ რონალდოს უკვე 4 ყვითელი ბარათი აქვს და ერთის მიღების შემთხვევაში მომდევნო მატჩს გამოტოვებს, რაც პიჩიჩის დაკარგვის ტოლფასი იქნება, ასე რომ მისი აგრესია ზომიერი უნდა იყოს.
- 4 მაი 2012
- 2 385
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.