სანტოსის პრეზიდენტი: "მოურინიო ნეიმარს გაანადგურებდა"

ბრაზილიური კლუბის თავკაცს სჯერა რომ მადრიდის "რეალის" მწვრთნელი უარყოფითად იმოქმედებდა თავდამსხმელის პოტენციალზე და მის მომავალ კარიერას მოსპობდა

ბრაზილიელი ინტერნაციონალი ითვლება ერთ-ერთ ამომავალ ვარსკვლავად მსოფლიო ფეხბურთში და მას უკავშირებენ ისეთ კლუბებს როგორებიც არიან "ბარსელონა, "ჩელსი" და "მადრიდი".

მიუხედავად ამისა, სანტოსის პრეზიდენტი ლუის ალვარო დე ოლივეირა რიბეირო თვლის, რომ სანამ "ლოს ბლანკოსს" სათავეში მოურინიო უდგას, ნეიმარისთვის ეს კლუბი კარიერის დამღუპველი იქნება.

"წარმოიდგინეთ ნეიმარს წვრთნის მოურინიოსნაერი ადამიანი, რომლისთვისაც დისციპლინა ყველაფერია. ეს გაანადგურებდა მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს ტალანტს," ციტირებს უფროსის სიტყვებს "ბენდსპორტი".

"ამაზე ფიქრიც მაკანკალებს. არც კი მინდა იმის წარმოდგენა, ეს რას მოუტანდა ნეიმარს."

20 წლის შემტევი კი იძახის, რომ ის დარჩება "სანტოსში" 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატამდე. ყველაზე რეალური ვარიანტად კი მისი "ბარსელონაში" გადასვლა ითვლება.

წყარო: as.com

  • ivane
  • 4 მაი 2012
  • 2 810
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)