"რეალის" მეორეხარისხოვანი ამოცანები
მადრიდის "რეალმა" პრიმერა დივიზიონის 32-ე ტიტული გაიფორმა და სეზონის დასრულებამდე, მის წინაშე, მეორეხარისხოვანი მიზნები დგას.
ფეხბურთელების ერთ-ერთი ამოცანა, რონალდუსთვის დახმარების გაწევაა.მოგეხსენებათ, ლა ლიგის დასრულებამდე 2 ტურია დარჩენილი და "პიჩიჩისთვის" ბრძოლაში, მესი დაწინაურდა 2 ბურთით.შესაბამისად, "გრანადასთან" და "მალიორკასთან," თანაგუნდელები უნდა ეცადონ, რაც შეიძლება მეტჯერ მოახერხოს მოწინააღმდეგის კარის აღება კრიშტიანუმ.
მოურინიოს შეგირდების მეორე ამოცანა, ჩემპიონატში 100 ქულის დაგროვებაა.ამისათვის საჭიროა, დარჩენილ, ორივე, პაექრობაში წარმატების მიღწევა.მოვლენების ამგვარად განვითარების შემთხვევაში, "განსაკუთრებულის" ფორმაციის "ბლანკოსი" კიდევ ერთ ახალ რეკორდს დაუდებს დასაბამს.ამ ეტაპისათვის, პრიმერაში ქულების საუკეთესო მაჩვენებელი "ბარსას" უფიქსირდება - 99 (2009-10 წ.წ. სეზონში).
და ბოლოს, მესამე ამოცანად შეიძლება ჩაითვალოს, კიდევ უფრო მეტი ბურთის გატანა.მართალია, წლევანდელმა "რეალმა" ლა ლიგაზე გოლების სიმრავლით, ყველა რეკორდი დაამხო, თუმცა რაც უფრო გაიზრდება აღნიშნული ციფრი, მით უკეთესია.
- 4 მაი 2012
- 3 057
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.