"გრანადა" საპატიო კორიდორს გაუკეთებს "რეალს"
ანდალუსიური კლუბის სპორტული ხელმძღვანელის განცხადებით, შაბათს, თამაშის დასაწყებამდე, "გრანადას" მოთამაშეები მადრიდელ ფეხბურთელებს საპატიო კორიდორს გაუკეთებენ.
"ჩვენთვის პატივია მადრიდისტებისთვის კორიდორის გაკეთება.მათ დაიმსახურეს ჩემპიონობა და ჩვენი ქალაქი სათანადოთ მიიღებს სტუმრებს."
"გრანადა" საკმაოდ მოტივირებული ხვდება დაპირისპირებას.ვიმედოვნებ, რომ გულშემატკივრები პირამდე შეავსებენ სტადიონს.თავის მხრივ, მოსაგებად ჩამოვა "რეალიც."მართალია "თეთრებმა" ტიტული გაიფორმეს, მაგრამ მოურინიოს გუნდში კიდევ სხვა ამოცანებიც დგას.თუნდაც ის, რომ რონალდუს მეორე წელი ზედიზედ "ოქროს ბუცის" მოპოვება სურს."
ცნობისთვის, მადრიდისტებს, ბოლოს, 2008 წლის სეზონში გაუკეთეს კორიდორი.აღსანიშნავია, რომ პირველად ამის პატივი კატალონიელებს ერგოთ.
- 4 მაი 2012
- 2 111
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.