მადრიდელების კომენტარები სიბელესზე [1]
სამეფო კლუბის ფეხბურთელებმა ისაუბრეს ჩემპიონობაზე და მის მნიშნევლობაზე ...
ბენზემა :"ჩვენი ოცნება ახდა, მოვიგეთ ესპანეთის ჩემპიონატი. დიდი მადლობა მადრიდისტებს . მუშაობა გაგრძელდება , რათა მომავალში უფრო მეტი ტიტული მოვიგოთ".
მარსელო : "მე დღეს ძალიან ბედნიერი ვარ. "რეალი" ბრწყინვალე გუნდია. ფანებს დიდი მადლობა გაწეული სამსახურისთვის , ჩვენ კი ვეცდებით გავაბედნიეროთ ისინი და ამისთვის ყველაფერს გავიღებთ . ატმოსფერო, რომელიც მადრიდში სუფევს ძალიან გვეხმარება წარმატების მიღწევაში და უფრო ძლიერებს გვხდის ჩვენ ამისთვის მათ კიდევ ერთხელ დიდი მადლობა.
დი მარია:"ძალიან გახარებული ვარ რადგან მე ლა ლიგა პირველად მოვიგე. ფანებს დიდი მადლობა ჩვენ ყველაფერს ვიზამთ ,რათა ისინი მომავალ წელს უფრო გავახაროთ და სიბელესზე ვიზეიმოთ ჩემპიონთა ლიგის მოგება .
კალეხონი:"ოცნებები ხდება , ეს ტიტული ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ის დამსახურებულად მოვიპოვეთ"
კაკა:"ეს იყო ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი , ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის შემდგომ , გუნდის წარმატების გასაღები მისი ერთიანობაა".
რამოსი:"სიბელესი საოცარია . ამინდიც მშვენიერი იყო . მადრიდის "რეალი" და მისი ქომაგები ძალიან კარგ განწყობაზე არიან . ბედნიერი კაცი ვარ რადგან ეს იყო ჩემი მესამე ტიტული სამეფო კლუბთან ერთად. იმედია წლების მატებასთან ერთად ტიტულების რაოდენობაც გაიზრდება ჩემ კარიერაში".
რონალდუ: "ბედნიერი ვარ , რადგან ეს არის ჩემი პირველი ლა ლიგის ტიტული. ჩვენ ჩავატარეთ მშვენიერი სეზონი და დამსახურებულად გავიმარჯვეთ რითაც დიდი სიხარული მივანიჭეთ კლუბის ფანებს , "ბლანკოსი" განაგრძობს ტიტულების მოპოვებას .
"მინდა გულშემატკივარის მიმართ კიდევ ერთხელ გამოვხატო მადლიერება , ჯერ კიდევ 2 მატჩი გვაქ ჩასატარებელი და იმ ორ თამასში გაირკვევა ყველაფერი პიჩიჩისთან დაკავშირებით"
წყარო: Realmadrid.com
- 3 მაი 2012
- 3 340
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.