მოურინიო: ”ტიტულის მოგება აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ”
“ ჩვენ აუცილებლად უნდა ვიზეიმოთ ჩემპიონობა. ჩვენ აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ ხვალის შემდეგ მუშაობა, ვინაიდან მომდევნო სეზონი ასევე რთული და დაძაბული იქნება, ხოლო მიმდინარე წელს კი კვლავ დაგვრჩა რამოდენიმე თამაში სათამაშოდ. გუნდი უფრო მეტ ემოციას და მხარდაჭერას იმსახურებს და მე იმედი მაქვს, რომ ”ბერნაბეუ” მათ ამ ყველაფერს ”მალიორკას” წინააღმდეგ თამაშში მისცემს.”
”107 გოლიანი რეკორდის დამხობა არის ის, რასაც თქვენ ყველაზე მეტად უკირკიტებდით, მაგრამ ეს უკვე ის დეტალია, რომელზეც მხოლოდ მას შემდეგ უნდა ისაუბრო, რაც ჩემპიონის ტიტულს დაეუფლები. ტიტულს, რომელიც ყველას ეკუთვნის.”
”გულშემატკივრები, რომლებიც გუნდთან ერთად იყვნენ , ყველანაირად გვაჩვენებდნენ, რომ გვერდით გვედგნენ. მინდა ყველა მათგანს მივულოცო, განსაკუთრებით ჩვენს ოჯახებს, რომლებიც ყველაზე მეტად განიცდიან. შეიძლება გუნდის დიდი გულშემატკივარი იყო, ან ერთ-ერთი დიდი პროფესიონალი , რომელიც გუნდში მუშაობ, მაგრამ ჩვენი ოჯახის წევრები ჩვენზე ყველაზე მეტად განიცდიან ჩვენი და გუნდის გამო. ისინი მუდამ ჩვენ გვერდით არიან. ჩემი მეუღლე და ბავშვები მაძლევდნენ მე ყველა იმ სითბოს და მხარდაჭერას, რომელიც ფორმაში ყოფნისთვის მჭირდებოდა.”
”მე პორტუგალიაში მოვიგე ჩემპიონობა, ასევე იტალიაში და ინგლისში, მაგრამ ეს ყველაზე განსაკუთრებული იყო. მე შვიდი ლიგის ტიტული მაქ ჯამში მოგებული და ვიცი, თუ რას ნიშნავს ეს. ”ბარსელონამ” მოიგო ყველა თავისი თამაში, როგორც დიდ გუნდს ეკადრება. ისინი ბოლო წუთამდე იგებდნენ და იბრძოდნენ, ის დიდი გუნდია, რომელმაც იცის, რომ ჩვენ ეს ტიტული დავიმსახურეთ.”
- 3 მაი 2012
- 2 476
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.