ადრე: ჯოვანი ტრაპატონი, ერნსტ ჰაპელი.... ახლა უკვე ჟოზე მოურინიოც
Viva Real!..Viva Campeones!..Viva Madridistas!..
გარდა იმისა, რომ პორტუგალიელმა სპეციალისტმა ჟოზე მოურინიომ ესპანეთის ჩემპიონის ტიტული მოიგო მადრიდის რეალთან ერთად, "განსაკუთრებულმა" კიდევ ერთი "განსაკუთრებული შედეგი" აჩვენა!..
ამ დიდი გამარჯვებით პორტუგალიელი შეუერთდა იმ ლეგენდარული საფეხბურთო სპეციალისტების მცირე სიას,ვისაც ევროპის ოთხი სხვადასხვა ქვეყნის საფეხბურთო ლიგის ტიტული აქვს მოგებული მთავარი მწვრთნელის პოსტზე.ასეთი კი დღემდე სულ ორი იყო: ავსტრიელი ერნსტ ჰაპელი და იტალიელი ჯოვანი ტრაპატონი!
პირველად ეს ერნსტ ჰაპელმა შეძლო.ავსტრიელმა ავსტრიის("ვენის რაპიდი" 1960წ და "ტიროლი" 1989წ. და 1990წ.), ჰოლანდიის ("ფეინოორდი" 1969წ.და 1971წ.), ბელგიის ("ბრიუგე" 1976წ. 1977წ. და 1978წ.) და გერმანიის ("ჰამბურგი" 1982წ. და 1883წ.) ჩემპიონატებში შეძლო გამარჯვება.
მოგვიანებით კი იგივეს ჯოვანი ტრაპატონიმ მიაღწია. იტალიელი იტალიის ("იუვენტუსი" 1977წ. 1978წ. 1981წ. 1982წ. 1984წ. 1986წ. და "მილანის ინტერი" 1989წ.), გერმანიის ("მიუნხენის ბაიერნი" 1997წ.), პორტუგალიის ("ბენფიკა" 2005წ.) და ავსტრიის ("ზალცბურგი" 2007წ.) ჩემპიონატების ტრიუმფატორი გახდა.
წუხელ კი მათ პორტუგალიელი სპეციალისტი შეუერთდა: პორტუგალია ("პორტუ" 2003წ. და 2004წ.), ინგლისი ("ლონდონის ჩელსი" 2005წ. და 2006წ.), იტალია ("მილანის ინტერი" 2009წ. და 2010წ.) და ესპანეთი ("მადრიდის რეალი" 2012წ.).
აღსანიშნავია რომ, "დიდი ოთხეული"-დან (ინგლისი, ესპანეთი, იტალია, გერმანია) ავსტრიელმა მხოლოდ გერმანული ბუნდესლიგის მოგება შეძლო, იტალიელმა იტალიის სერია A-სა და ასევე გერმანულ ბუნდესლიგაში შეძლო გამარჯვება, რაც შეეხება "განსაკუთრებულს", მან ოთხიდან სამ უძლიერეს ლიგაში მოახერხა უძლიერესის ტიტულის მოპოვება(ინგლისი, იტალია და ესპანეთი).
ასე რომ,თუ გავითვალისწინებთ მის ახალგაზრდულ ასაკს, ამბიციურ ხასიათს, დიდების მწვერვალისკენ ლტოლვას და ჟინს, არ არის გამორიცხული ჟოზე მოურინიო გახდეს პირველი სპეციალისტი მსოფლიოში ვინც შეძლო მსოფლიოს მოწინავე ოთხ ჩემპიონატში გამარჯვების მოპოვებას (რა თქმა უნდა თუ იგი როდისმე მოისურვებს ბუნდესლიგაში მუშაობას)!..
წარმატებები ჟოზე...
- 3 მაი 2012
- 3 108
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.