მოურინიო: "მიყვარს ბილბაოში თამაში"
როგორც იქნა, პრიმერა დივიზიონში დუმილი დაარღვია ჟოზე მოურინიომ და "ატლეტიკთან" მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების წინაშე წარდგა.
"მიყვარს ბილბაოში თამაში.საფეხბურთო არენაზე სპორტის ამ სახეობაზე შეყვარებული ადამიანები იკრიბებიან და მხურვალედ ქომაგობენ "ატლეტიკს."რასაკვირველია, ეს ფაქტი არასასიამოვნოა მათი მეტოქისთვის.ვფიქრობ, ანალოგიურ სტადიონზე უკვე ჩავატარეთ შეხვედრები.საუბარია "ნოუ კამპზე," "ვისენტე კალდერონზე" და "რეიო დე ნავარაზე."ჩვემ გავიმარჯვებთ იმიტომ, რომ გავხდეთ ჩემპიონები.ბასკები კარგად თამაშობენ და ვგონებ, ისინი ყველაფერს გაიღებენ, რათა "რეალმა" მათ მოედანზე ტიტული არ იეზიმოს."
"ატლეტიკი" შედარებით დასვენებული ხვდება მომავალ დაპირისპირებას.გუნდის ლიდერები განვლილი შეხვედრის დროს სათადარიგოზე იჯდნენ.ამ მხრივ, არ გაგვიმართლა ჩვენ.მეტიც, "სან მამესზე" ანხელ დი მარია დაგვაკლდება დისკვალიფიკაციის გამო."
"ის ფაქტი, რომ ევროპის 3 წამყვანი ჩემპიონატის პირველობა მოვიგე, ამ ეტაპზე ჰიპოტეტურია.ვიცით, რომ ახლოს ვართ ტიტულთან, მაგრამ ჯერ ზეიმზე საუბარი ნაადრევია.გუნდში სიმშვიდე და თავდაჯერებულობაა.დარწმუნებული ვარ, რომ ტროფეის შემდეგ დიდად ვისიამოვნებთ.ვფიქრობ, ჩემთვის ეს არ იქნება ბოლო ლა ლიგა, ამიტომაც მომავალშიც გვექნება მხიარულების მიზეზი.ჩემი ერთ-ერთი მიზანი, კონტინენტის წამყვანი სამი ჩემპიონატის მოგება იყო.ასე, რომ მოუთმენლად ველოდები მოვლენების განვითარებას."
"ჩემი გუნდი რეკორდების დამხობაზე არ ფიქრობს.ლა ლიგის მოგება, "ბარსელონას" სამწლიანი ჰეგემონიის შემდეგ ერთობ ნიშანდობლივია.ბუნებრივია, სარეკორდო მიღწევები საინტერესოა, მაგრამ მთავარია ტიტული.გასულ სეზონში პირველობისთვის ვერ ვიბრძოდით და შესაბამისად, ახალი რეკორდების დაბადებაზე ვფიქრობდით."
"ხმები, ზიდანის "რეალიდან" წასვლის თაობაზე, უსაფუძვლოა.გუნდის ვალდებული არარის თავისი პოლიტიკა განიხილოს საჯაროდ.სეზონის განმავლობაში კლუბის თითოეულ წევრს საკუთარი პასუხისმგებლობა აქვს.ყველა ცდილობს, რომ საუკეთესოდ შეასრულოს დაკისრებული მოვალეობანი.როგორც პირველი გუნდის ქომაგი, ვაცხადებ, რომ აღნიშნულ ადამიანებთან ერთად მსურს მუშაობის გაგრძელება.მადლობელი ვარ ფეხბურთელების, რამეთუ მათ ძალისხმევა არ დაიშურეს.ანალოგიურს ვეტყვი სამწვრთნელო შტაბსაც.მადრიდში ჩამოსვლამდე ჩემს ოჯახში 4 წევრი ვიყავით, მაგრამ ახლა უკვე ხუთნი ვართ, რამეთუ დაგვემატა კარანკა."ბლანკოსიდან" მოურინიოს წასვლის შემდეგ, კარანკას მომავალი ჩვეულებრივი იქნება.თუ მას სურს მუშაობის გაგრძელება (საუბარის ჟოზეს წასვლის შემდეგ) მან, ეს ნაბიჯი უნდა გადადგას, რადგან მადრიდი მისი სახლია, ხოლო თუ ჩემთან ერთად სურს გაგრძელება, უარს არ ვიტყვი."
"აუცილებლად უნდა მოვიგოთ ჩემპიონატი, ასე რომ არ მოხდეს, ვიტყვით, "ძალიან ახლოს ვიყავით მიზანთან."ტიტული დიდებული სეზონის დაგვირგვინებაა.ამასთანავე ორმაგად მნიშვნელოვანი და სასიხარულოა, "ბარსელონას" უკან მოტოვება."ბლანკოსის" შემადგენლობა ახალგაზრდული და პერსპექტიულია.საკმარისი დრო გვექნება, რათა მომავალი სეზონისთვის სათანადო დონეზე მოვემზადოთ."
"კრიშტიანუ რონალდუს მთავარი მიზანი პრიმერას პირველობა, ხოლო მეორე "ოქროს ბურთია."ეს უკანასკნელი ჯილდო გადაეცემა არა საუკეთესო მეგოლეს, არამედ კოლექტიური წარმატების მქონე ფეხბურთელს."ოქროს ბურთის" გამარჯვებული ხდება იმ კლუბის მოთამაშე, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ან ქვეყნის მთავარი ტროფეი დაისაკუთრა.ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ "ჩელსის" ან "ბაიერნის" რომელიმე ფეხბურთელს აქვს შანსი აღნიშნული აღიარების მოპოვებისა.აქედან გამომდინარე, რონალდუ თუ გახდება ლა ლიგის გამარჯვებული, პარალელურად მოიგებს "ოქროს ბურთსაც."
"გვარდიოლამ "ბარსელონას" დატოვება გადაწყვიტა.როდესაც მწვრთნელები ამ ნაბიჯს ვდგამთ, სოლიდარობასა და შექებას ვიმსახურებთ.პეპმა მიიღო პირადი გადაწყვეტილება, ანუ მოიქცა ისე, როგორც მისთვის იქნებოდა უკეთესი.12 წელი დამრიგებელი ვარ და ყოველ ივნისს ყურჩამოყრილი ვხვდები ხოლმე, რამეთუ თამაშები არარის და ფეხბურთი მენატრება.ჩემი განზრახვა "რეალის" სათავეში ყოფნაა.ნამდვილად არ მაინტერესებს რა ხდება სხვაგან.კატალონიამ ვილანოვა თუ ჩათვალა იდეალურ კანდიდატად მივესალმებით და პატივს ვცემთ მათ აზრს.ბუნებრივია, წარმატებებს ვერ ვუსურვებ, გამომდინარე იქედან, რომ მომავალ სეზონშიც ჩვენი უშუალო მეტოქენი იქნებიან."
- 1 მაი 2012
- 3 301
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.