მადრიდისტები უმცირესობაში იქნებიან
AS-ის ცნობით, ოთხშაბათის დაპირისპირებაში, სამეფო კლუბი ფაქტიურად მარტო იქნება "სან მამესზე."
წინასწარი ინფორმაციით, მხოლოდ 200 მადრიდისტა დაესწრება "ატლეტიკისა" და "რეალის" პაექრობას.აღსანიშნავია, რომ ისინი არა ერთად, არამედ დაფანტულნი იქნებიან ტრიბუნებზე.აქედან გამომდინარე, მადრიდელ ფეხბურთელებს, მართლაც ეულად მოუწევთ ბარიერის დაძლევა.
კლუბებს შორის დაძაბული ურთიერთობიდან გამომდინარე, თეთრი ქომაგები თავს არიდებენ ბილბაოში ჩასვლას.ამას ისიც ემატება, რომ ბასკური მხარე უსფრთხოების 100 პროცენტიან გარანტიას ვერ იძლევა.
ერთი სიტყვით, უნდა გვასახელონ მოურინიოს შეგირდებმა.სტადიონი გათეთრებული ვერ იქნება, თუმცა გამარჯვების შემთხვევაში, "სიბელესთან" რომ მთელი მადრიდი შეიკრიბება, ამაში ეჭვი არავის შეეპაროს!
- 1 მაი 2012
- 3 043
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.