"რეალი" "ვალიადოლიდთან" შეხვედრაში უდავო ფავორიტია
სანაკრებო შეხვედრების დასრულების შემდეგ "რეალი" ლა ლიგის მეშვიდე ტურში "სანტიაგო ბერნაბეუზე" "ვალიადოლიდს" დაუპირისპირდება. "სამეფო კლუბი" "ვალიადოლიდს" 78–ჯერ შეხვდა. აქედან მადრიდელებმა 48 მატჩი მოიგეს, 16 მატჩი ფრედ დაასრულეს, ხოლო 14–ჯერ კი დამარცხდნენ. ხოლო საკუთარ სტადიონ "ბერნაბეუზე" "რეალმა" 39 მატჩი გამართა მეტოქე გუნდთან და 33–ჯერ მოიგო. "ვალიადოლიდმა" მხოლოდ 3–ჯერ მოიგო და 3–ჯერ ფრე ითამაშა.
"ვალიადოლიდმა" უკანასკნელ სამ მატჩი მხოლოდ ერთი ქულის მოპოვება მოახერხა. მათ "ბერნაბეუზე" ბოლოს 2001 წელს მიაღწიეს გამარჯვებას. უკანასკნელად ამ გუნდების დაპირისპირებაში მადრიდში "ვალიადოლიდი" მუდამ უშვებდა მატჩში საშუალოდ 5 გოლს. "ბლანკოსმა" მათ 16 გოლი გაუტანა (7:2, 7:0, 2:0). ამასთან ერთად "სამეფო კლუბის" კაპიტანმა რაულმა ლა ლიგაში ყველაზე მეტი გოლი სწორედ ამ კლუბს გაუტანა. მის ანგარიშზე 15 გოლია. ამასთან ერთად ორი ჰეტ–ტრიკი.
"ვალიადოლიდმა" უკანასკნელად "ბერნაბეუზე" "რეალი" დაამარცხა 1999/00 სეზონში 38–ე ტურში. ხუთი დღე რჩებოდა პარიზულ ფინალამდე, რის შემდეგაც მადრიდელებმა მერვე ჩემპიონთა ლიგის თასი მოიპოვეს. ამ მატჩში ერთადერთი გოლი ვიქტორმა გაიტანა და სტუმრებს გამარჯვება მოუტანა.
ამ შაბათს 22:00–ზე "სანტიაგო ბერნაბეუზე" "ვალიადოლიდი" დაუპირისპირდება მრისხანე "რეალს". ამ კლუბს ექვსი ტურის შემდეგ ხუთი ქულა აქვს აქტივში. მათ მოუგეს "სარაგოსას, ფრედ დაასრულეს მატჩები "ალმერიასთან" და "ხიხონთან" და დამარცხდნენ "ვალენსიასთან", "ოსასუნასთან" და "მალიორკასთან". "რეალი" კი ეცდება კიდევ ერთხელ გაანადგუროს მათთვის მეტად "საყვარელი" მეტოქე.
ინფორმაციის წყარო: Realmadrid.com
- 16 ოქტომბერი 2009
- 1 587
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.