სეგუნდა ბ-ში ფლეიოფები ახლოვდება

აღნიშნულ სტატიაში მოგახსენებთ, თუ რა გზა უნდა განვლოს „რეალ მადრიდ კასტილიამ“ სეგუნდამდე.

უწინარეს ყოვლისა, გეტყვით, რომ ესპანეთის რანგით მეორე ჩემოიონატში, 4 ადგილია ვაკანტური, შესაბამისად, სეგუნდა ბ-ს ფლეო-ოფებმა 4 საგზურის მფლობელი უნდა გამოარკვიოს.
მაშასადამე, ვინც არ იცის, იმათთვის, ესპანეთის სეგუნდა ბ, 4 ჯგუფად არის დაყოფილი.თითოეულში 20-20 გუნდი ასპარეზობს.სამეფო კლუბის ახალგაზრდები, პირველი ჯგუფის ბინადარნი (ჩემპიონნი) არიან.
იმისათვის, რომ სეგუნდაში გადმოხვიდე, მხოლოდ ჯგუფში პირველ ადგილზე გასვლა არ კმარა.სეზონის დასრულების შემდეგ, სეგუნდა ბ-ში იმართება ფლეი-ოფები.საწყის ეტაპზე, ერთმანეთს ჯგუფების გამარჯვებულნი შეერკინებიან (საუკეთესოების ვინაობა ორმატჩიან დუელში გაირკვევა).2 წარმატებული გუნდი პირდაპირ გადავა მეორე დივიზიონში, ხოლო რაც შეეხება დანარჩენ 2 საგზურს, ის პირველ ეტაპზე დამარცხებულ 2 გუნდსა და იმ კლუბებს შორის გათამაშდება, რომლებმაც სეზონი მე-2, მე-3 და მე-4 პოზიციაზე დაასრულეს.ანუ მარტივად რომ ვთქვათ, 2 ადგილისთვის, 14 გუნდი გააჩაღებს ბრძოლას, რაც საკმაოდ რთული იქნება ნებისმიერი გუნდისათვის.
ბუნებრივია, „კასტილიელებისათვის“ გაცილებით კომფორტულია, საწყის ეტაპზე ფლეი-ოფში გამარჯვება და სეგუნდაში პირდაპირ გადმოსვლა.
ცნობისთვის, ფლეი-ოფის წილისყრა, 14 მაისს შედგება.მადრიდელების შესაძლო მეტოქეთა ვინაობა უკვე ცნობილია - „მირანდესი,“ „კადისი“ და „ატლეტიკო ბალეარესი.“

"მირანდესი:" ქალაქ მირანდა დე ობროს საფეხბურთო კლუბი, სეგუნდა ბ დივიზიონის მეორე ჯგუფის პირველადგილოსანია.მათ არასოდეს უასპარეზიათ ლა ლიგასა და სეგუნდაში.აღსანიშნავია, რომ "მირანდესის" ფეხბურთელებმა, წლევანდელ სამეფო თასზე წარმატებით ითამაშეს (ნახევარ ფინალში გავიდნენ).ექსპერტები, მათ მეორე დივიზიონში გადასვლის ერთ-ერთ მთავარ პრეტენდენტებად მიიჩნევენ.

"ატლეტიკო ბალეარესი:" სეგუნდა ბ-ს მესამე ჯგუფის გამარჯვებული, ქალაქ მალიორკადანაა.ისინი 4-ჯერ იმყოფებოდნენ სეგუნდაში.

"კადისი:" ჩემპიონატის დასრულებამდე 3 ტურით ადრე, კადისელები სეგუნდა ბ-ს მეოთხე ჯგუფს 3 ქულიანი ჰანდიკაპით ლიდერობენ.გუნდი 12-ჯერ გახლდათ პრიმერა დივიზიონის ბინადარი."მირანდესთან" ერთად, ისიც მთავარ ფავორიტად მიიჩნევა.

იმედია, წარმატებით იასპარეზებენ კასტილეიელები ფლეი-ოფში.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)