"ამაზრზენი" ტრიო პრიმერაშიც უბადლოა
სამეფო გუნდის შეტევითი სამეულის მონაგარი, პრიმერა დივიზიონის ეგიდით გამართულ შეხვედრებში, 84 გოლია.
აღნიშნული მაჩვენებლით, ისინი ესპანეთის ჩემპიონატის ისტორიაში შევიდნენ, რამეთუ აქამდე არცერთი გუნდის გოლეადორთა ტრიოს არ ჰქონია მსგავსი შედეგი.მოგეხსენებათ, მიმდინარე ლა ლიგის ბომბარდირების ხუთეულს შორის, 3 მადრიდისტაა - კრიშტიანუ რონალდუ (43 გოლი), კარიმ ბენზემა (20) & გონსალო იგუაინი (21).პირველად ფიქსირდება შემთხვევა, როდესაც ერთ სეზონში (ლა ლიგაზე), ერთი გუნდის სამმა ფეხბურთელმა შეძლო 20 ან 20-ზე მეტი გოლის შეგდება.
რონალდუ-ბენზემა-იგუაინის წლევანდელი სტატისტიკა:
სამეფო კლუბის საუკეთესი შემტევი ტრიოების სტატისტიკა:
ცნობისათვის, "ამაზრზენი" ტრიო არა მხოლოდ ესპანეთში, არამედ სრულიად ევროპაშია საუკეთესო.წლევანდელ სეზონამდე, კატალონიური სამეული (ეტოო, მესი, ანრი) ითვლებოდა უბადლოდ, რამეთუ 2008-2009 წლებში, მათ 100 გოლის გატანა მოახერხეს (ერთ სეზონში, ყველა ტურნირზე).მოგეხსენებათ, ნახსენები შედეგი მადრიდელებმა უკვე კარგა ხანია მოხსნეს და ახლა უკვე მათ ანგარიშზე 113 ბურთია.
- 30 აპრილი 2012
- 9 382
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.