კაკასა და პიპიტას დღეები დათვლილია
ებროპულ პრესაში, ყოველდღიურად ჩნდება ცნობები, კაკასა და იგუაინის "რეალიდან" წასვლის თაობაზე.
L'Equipe-ს ინფორმაციით, "პსჟ"-ს პრეზიდენტი უკვე შეხვდა ფეხბურთელებს, თუმცა უცნობია რაზე მოილაპარაკეს და საერთოდ შედგა თუ არა რაიმე შეთანხმება.ჯერ დაზუსტებით რთულია ტრანსფერებზე საუბარი, მაგრამ ფაქტია, რომ მოურინიოს ბრაზილიურ-არგენტინულ ტანდემს აღარ ენდობა.ლოგიკურად, მათი დღეები სამეფო კლუბში, ნამდვილად დათვლილი უნდა იყოს.
მოთამაშეების ესპანეთიდან გადაბარგების ეჭვები, ბოლო შეხვედრამაც გაამძაფრა."სევილიასთან" ჩატარებულ შეხვედრაში, მოედანზე ვერცერთი ვიხილეთ.არადა მსგავს უწყინარ მატჩებში, მათი მეორე ტაიმში შემოსვლა ტრადიციად იყო ქცეული.
"მარკას" გადმოცემით, კვირას მორჩენილი დაპირისპირების შემდეგ, ბიჭებმა საკმად განაწყენებულნი დატოვეს "სანტიაგო ბერნაბეუ."კაკა საერთოდ, მსაჯის საფინალი სასტვენის შემდეგ, პირდაპირ ჩამჯდარა მანქანაში და სახლისაკენ "გაუქუსლავს."
ერთი სიტყვით, სახარბიელო სიტუაციაში, რომ არ არიან მოთამაშეები, ფაქტია.
პ.ს. ჩემი სუბიექტური აზრით, რიკარდო კაკას მომავალი ნამდვილად არ აქვს მადრიდში.აი, პიპიტას გაშვება კი, დიდი შეცდომა იქნება.არგენტინელმა უდიდესი ავანსები გაიღო "რეალისათვის."მის კისერზეა ბოლო ლა ლიგის ტიტულის მოპოვება.მიუხედავად იმისა, რომ ხშირად სათადარიგოზე უწევს ჯდომა, არაფრით ჩამოუვარდება კარიმ ბენზემას.რა თქმა უნდა, ბრაზილიელი ნახევამრცველის პოტენციალს არ ვაკნინებ, მაგრამ მადრიდული სამყარო მისგან გაცილებით მეტს მოელოდა.
- 30 აპრილი 2012
- 15 589
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.