გრანერო: "ტიტული დაამტკიცებს, თუ რომელია საუკეთესო გუნდი"
"ელ პირატმა" მატჩის შემდეგ ინტერვიუ ჩაწერა.
"სამეფო კლუბი "სევილიაზე" მაღლა დგას.დღეს ჩვენ ვაჩვენეთ ისეთი მტკიცე ფეხბურთი, რომელსაც მთელი სეზონის განმავლობაში ვთამაშობთ.პრიმერა ვიდიზიონის ტიტული დაამტკიცებს, თუ რომელია საუკეთესო გუნდი ესპანეთში."
"რა თქმა უნდა, მოხარულნი ვართ, რამეთუ კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით ტიტულისაკენ.ჩვენთვის და "ბერნაბეუზე" შეკრიბილი პუბლიკისთვის, მნიშვნელოვანი იყო გამარჯვება, ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის შემდეგ.დიდი მადლობა ქომაგებს მხურვალე აპლოდისმენტებისათვის."
"ყოველთვის ვამბობდით, რომ მოურინიოს მეორე წელი, პირველზე უკეთესი იქნებოდა.გუნდში ისეთი ერთიანობაა, როგორც არასდროს.იმედია, მომავალი სეზონი უფრო წარმატებული იქნება."
- 29 აპრილი 2012
- 4 088
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.