ჩემი ცხოვრების მატჩი

იკერ კასილასის ავტობიოგრაფია ...
8 წლის ასაკში იკერ კასილასმა დაიწყო თამაში "რეალის" აკადემიაში. 11 წლის შემდეგ ის ირიცხებოდა უკვე თეთრების ძირითადში , იკერი ჯერ კიდევ ვარჯიშებზე საზოგადოებრივი ტრანსპორტით დადიოდა . თავისი პირველი სეზონი იკერმა კლუბში 2000 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში დაასრულა, მალევე კი ის მიიწვიეს ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში . 2001/02 წლების სეზონში მან დროებით დაკარგა ადგილი სამეფო კლუბის ძირითად შემადგენლობაში , მაგრამ გამოირჩა ჩემპიონთა ლიგის ფინალში . მაშინ ის თავიდანვე არ გამოვიდა მოედანზე , მან შეცვალა ცესარ სანჩესი მატჩის მიმდინარეობისას , რომლის შემდგომაც ისევ გახდა ნომერ პირველი მეკარე გუნდში . ახლა ის უკონკურენტოდაა როგორც კლუბში ასევე ნაკრებში და ღირსეულად წარუძღვება გუნდს , როგორც კაპიტანი. ასევე ცნობილია როგორც ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე მსოფლიოში .
"რეალ მადრიდი" 2-"ბაიერი" (ლევერკუზენი) 1
სამშაბათი 15 მაისი 2002 წელი
მოედანი " ჰემპდენ პარკი" , გლაზგო
51 456 მაყურებელი
"ბლანკოსმა" მოიგო 3 თასი 5 წელიწადში .
"რეალ მადრიდი" : ცესარ სანჩესი (იკერ კასილასი) , მიჩელ სალგადო , რობერტო კარლოსი , ფერნანდო იერო , ივან ელგუერა ,ლუიშ ფიგუ (სტივ მაკმანამანი ) , კლოდ მაკელელე (ფლავიო კონსეისაო) , ზინედინ ზიდანი , სანტიაგო სოლარი , რაული , ფერნანდო მორიენტესი
"ბაიერი" - ბუტი ,შებეჩენი (კრისტენი) , ჟივკოვიჩი , ლუსიო (ბაბიჩი) , პლასენტე , შნაიდერი , რამელოვი , ბასტურქი , ბალაკი ,ნოივილი ,ბრდარიჩი ( ბერბატოვი)
გოლები: რაული 8 , ზიდანი 44, ლუსიო ,14
არბიტრი:მაიერი (შვეიცარია)
მატჩის დასრულებამდე მხოლოდ 20 წუთი იყო დარჩენილი , როდესაც სანჩესმა მიიღო ტრამვა და მე მხვდა წილად მისი შეცვლა , ფინალში გერმანელების წინაამღდეგ . ეს იყო როგორც მოულონდნელი ქარიშხალი , მე ისიც კი ვერ შევძელი, რომ სწრაფად შემოვსულიყავი მოედანზე , იმიტომ რომ მომიწია სასწრაფოდ მომეჭრა ჩემი ზედისთვის სახელურები.
დაიწყო პანიკა . " სადაა მაკრატელი? მოჭერით დროზე სახელურები ჩემ მაისურს !" მე მუდამ ვთამაშობდი მოკლემკლავიანი მაისურით და ეს რაც უფრო მეტს ხანს გრძელდებოდა მით უფრო მნიშნელოვანი ხდებოდა ჩემთვის . ეს ცრუწმენა არა ეს უბრალოდ ჩვევაა. მოკლე მკლავიანი მაისურით თამაში ჩემთვის უფრო კომფორტულია , უბრალოდ მაშინ მე არ ვაპირებდი მატჩში მონაწილეობის მიღებას და ამიტომ ვიყავი მოუმზადებელი ამ ყველაფრისთვის , ამას გარდა გლაზგოში ციოდა - და ვიფიქრე , რომ არ იყო საჭირო სკამზე მჯდომ ფეხბურთელს ეს ცერემონია თავიდანვე მომეწესრიგებინა .
როცა ცესარმა მიიღო ტრამვა , პირველი რაც გავაკეთე ეს იყო მაკრატლის მოძიება , როცა ის ვერ ვიპოვე , მე უბრალოდ ისინი მოვიგლიჯე საკუთარი ხელით , შემდეგ მალევე ავიღე ხელთ ხელთათმანები ,რომ სრულიად მზად შევსულიყავი მოედანზე. საერთოდაც ნებისმიერ მეკარეს სამზადისი უფრო დიდ ხანს გრძელდება მატჩისთვის , ვიდრე ეს მოედნის მოთამაშეს შემთხვევაში ხდება . მე უკვე მეჩქარებოდა , ამიტომაც მოედანზე გამოვედი , პირდაპირ გეტყვით არც თუ ისე ჩვეულ ფორმაში , ეს კი შემდეგ პრესაში აქტიურად განიხილებოდა , განსაკუთრებით ჩემი "მოკლე მკლავიანი" მაისური . შემდგომ კი ბევრი მეკითხებოდა ამ ამბავზე. რათქმაუნდა მე შემეძლო თავიდანვე ჩამეტარებინა ეს ცერემონიალი და მჯდარვიყავი სავარჯიშო პიჯაკით, მაგრამ მე მაშინ არ ვიყავი დარწმუნებული , რომ მომიწევდა მოედანზე შესვლა , რადგანაც ფინალში ხომ ყოველთვის არ იღებს მეკარე ტრამვას , თუმცაღა ახლა უკვე ჭკუა ვისწავლე და მატჩის წინ ვაკეთებ არ ყოველივეს .
როცა ცესარმა ჩამიარა , მას არაფერი უთქვამს , იმიტომ რომ იყო ძალიან იმედგაცრუებული . მე ვიგებდი მის მდგომარეობას .ფინალი ხომ ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩია კლუბის და მასში ტრამვის მიღევა ყოველასთვის მტკივნეულია. ერთადაერთი რაზეც მე მაშინ ვფიქრობდი ეს იყო ის თუ რა საოცარი იყო ჩემპიონთა ლიგის ფინალის მატჩი მონაწილეობის მიღება, საშუალება ,რომ მომეცა. ეს ყველაფერი კი ორმაგად სასიამოვნო იყო იმის ფონზე , როცა ყოველგვარი იმედი გადაწურული გაქ ამ მატჩი თამაშისა .
მოედანზე გამოსვლა ტრამვირებული ფეხბურთელის ნაცვლად , არ არის საუკეთესო ვარიანტი რათა მიიღო ასეთი შანსი , მაგრამ მე ვიყავი ბედნიერი იმით , რომ შემეძლო შემატანა ჩემი მცირე წვლილი მადრიდის "რეალის" ისტორიაში . ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო რომ მესწავლა ამ მატჩისგან რაც შეიძლება მეტი . არ ვფიქრობდი იმაზე თუ როგორ შეიძლებოდა განვითარებულიყო მოედანზე მოვლენები , არც იმაზე რომ მე შემეძლო გავმხდარიყავი მატჩის გმირი და მომეტანა კლუბისთვის ტიტული , მე უბრალოდ ვიყავი ბედნიერი იმით , რომ მომეცა საშუალება მიმეღო მატჩში მონაწილეობა და ალბათ ეს დავიმსახურე .

თუ შენ თამაშობ ძირითადში 2001 წლის სეზონში და კარგავ ადგილს შემდეგი წლისთვის უნდა შეგეძლოს იმის აღიარება , რომ ბიჭი რომელმაც შენ შეგცვალა ის უკეთესია ამ მომენტისთვის . 2001 წლისთვის მე უკვე კლუბში 3 წელი ვთამაშობდი , ბოლო 2 თვე ძირითადის მეკარე გახდა ცესარი . მე პატივს ვცემდი მწვრთნელის, ვისენტე დელ ბოსკეს გადაწყვეტილებას , მაგრამ ვთვლიდი , რომ ვიმსახურებდი ადგილს ძირითადში და ამიტომ ჩუმად ჩემთვის ვბრაზდებოდი კიდეც . ეს გრძნობა კი დამეუფლა იმიტომ , რომ ვფიქრობდი და მეგონა სათადარიგო სკამზე ჯდომით მე ვკარგავდი დროს . მე მქონდა გამოცდილება ვითამაშე რა პრიმერაში , სამეფო თასზე და ჩემპიონთა ლიგაზე ამიტომაც მჯეროდა და ვიყავი დარწმუნებული რომ შემეძლო კარგად თამაში და არ მესმოდა რატომ შემცვალეს . უცებ კი მომეცა შანსი აღმედგინა სტატუს-კვო.
ვიმეორებ : მე გამოვედი მოედანზე , იმისათვის რათა დამამტკიცებინა , რომ მე ვიყავი კარგი , ვფიქრობდი მხოლოდ იმაზე , რომ მეჩვენებინა საუკეთესო თამაში და დავხმარებოდი გუნდს კიდევ ერთი ტიტულის მოპოვებაში , მოგვეგო რა 9 -ე თასი , ყველაზე მნიშვნელოვანი ტროფეი ,რომელიც გულშემატკივარს უდიდეს სიხარულს ანიჭებს .
იმ მომენტისთვის , სიტუაცია იყო ძალიან დაძაბული . რაულის გოლის წყალობით და ზიზუს ბრწყინვალე დარტყით ჩვენ ვიგებდით ანგარიშით 2-1 -ს , მაგრამ მოწინაამღდეგე ცდილობდა შეეტიათ და ძალიან სახიფათოდაც გამოსდიოდათ ეს ყოველივე . ასეთ მომენტში კი თუ ვინმეს შეეძლო გატანა ეს მხოლოდ გერმანელები იყვნენ . იმ ფაქტს , რომ ჩვენ მოგვიწევდა ძალიან მძიმე ბრძოლა , შეიძლება ვინმე გაეკვირვებინა , მაგრამ არა მე .
"ბაიერი" იყო ნამდვილად ძალიან კარგი გუნდი , ბრწყინვალე ფეხბურთელებით დაკომპლექტებული . ისინი პირველად მონაწილეობდნენ ასეთი დონის მატჩში , ამიტომაც არ მიიჩნეოდნენ ფავორიტებად. მათ გადალახეს "მანჩესტერ იუნატედის" ბარიერი , რომელიც იმ დროისთვის ძალიან ძლიერი გუნდი იყო , ასევე მათ მოუგეს " ლივერპულს" , ამიტომ მე ვიცოდი , რომ ჩვენ ძალიან გაგვიჭირდებოდა.
საერთოდაც ფინალში თამაში ყოველთვის ძნელია , მიუხედავად მოწინაამღდეგისა . ჩვენი კლუბის პოპულარობის და ბრწყინვალე ფეხბურთელების გამო ამ მატჩის ფავორიტებად ნამდვილად ჩვენ მივიჩნეოდით, ამავ დროულად ჩვენ ვხდებოდით ,რომ შეგვეძლო გამარჯვება ,მაგრამ არა ანგარიშით 5-0- ასეთი რამ უბრალოდ შეუძლებელია , როცა ჩვენ წინ გავედით და ანგარიში 2-1 გავხადეთ , მოწინაამღდეგემ დაიწყო ჩვენზე ზეწოლა და მოგვიწია თავი დაგვეცა სრული ძალებით , სხვა გზა უბრალოთ არ გვქონდა.
თავს დაგვატყდა მასიური შეტევა და ჩვენ ცოტა დავიკარგეთ . ყველა იმაზე ვფიქრობდით , რომ არ მიგვეცა საშუალება ანგარიშის გათანაბრებისა . მიუხედავად ანგარიშისა , გვესმოდა რომ მოგვიწევდა მოედანზე ყველაფრის გაღება რათა ეს მატჩი მიგვეყავანა გამარჯვებამდე .
რათქმაუნდა ჩემთვის ეს ფინალი გახდა განსაკუთრებული . მე რამოდენიმეჯერ გადავარჩინე გუნდი გაშვებულ გოლს ძალიან რთულ მომენტებში . ყველაზე სახიფათო კი იყო ბერბატოვის დარტყმული ბოლო წუთებზე . ის იყო სულ რაღაც 2 მეტრში კარიდან ,მაგრამ მე მოვახერხე ბურთის მოგერიება ფეხით . ამას შემდეგ კი მატჩის გმირებად დაგვასახელეს ზიდანი და მე : - ზიზუ საოცარი გოლის გამო , მე კი ბურთების მოგერიების გამო . მე ვფიქრობ , რომ საქმე მხოლოდ და მხოლოდ ჩვენ პროფესიონალზმში არ გახლდათ მაშინ , ამაში თავისი როლი იღბალმაც ითამაშა . ჩემი თამაში არ იყო რაღაც სასწაული , მე უბრალოდ იქ აღმოვჩდი სადაც საჭირო იყო და ვთამაშობდი ისე როგორც საჭირო იყო .
ვხდები , თუ რატომ შეხვდნენ გულშემატკივრები ასე კარგად ჩემ გამოსვლას , თვითონაც კმაყოფილი ვიყავი ამ ყოველივეთი . მე მინდა ხაზი გაუსვა ჩემ კიდევ ერთ მიღწევას . იმ დროისთვის სანტიაგო კანისარესმა ნაკრების ძირითადის მეკარემ ტრამვა მიიღო მე კი მომეცა შანსი გამხდარიყავი ეროვნული ნაკრების ძირითადის მეკარე . ამან კი ჩემში ყველაფერი შეცვალა ის მსოფლიო ჩემპიონატი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია , რადგან მე იქ შევძელი თავის გამოჩენა და განსაკუთრებით ირლანდიის ნაკრების წინაამღდეგ პენალტების სერიაში , სწორედ იქიდან დავბრუნდი მე სხვა ადამიანი და ვიქეცი იმ იკერ კასილასად რომელსაც თქვენ იცნობთ .
ხშირად მეკითხებიან , თუ რა არის მეკარის საიდუმლე , რათა მან მოიგერიოს პენალტი. ამასობაში კი არანაირი საიდუმლო არარსებობს . უფრო იღბალზეა დამოკიდებული ყველაფერი და გამართლებაზე . როცა მოწინაამღედეგე გუნდის ფეხბურთელი იწყებს მოძრაობას შენ აკვირდება მას და თავში გიტრიალებს ფიქრი იმის შესახებ თუ ვინ არის ეს ფეხბურთელი და საით ან როგორ ურტყამს ის ჩვეულებისამებრ პენალტს . თუ შენ შეძლებ მისი დარტმულის მოგერიებას მაშინ შენ უნდა იყო მადლიერი იღბალისა . მე ალბათ ვიყავი იღბლიანი და ვფიქრობ რომ ეს ყოველივე მე დამეხმარა ჩემ წარმატებაში , როგორც გლაზგოში , როცა მე გამოვედი მოედანზე შეცვლაზე . ბევრი მეძახის მე ყველაზე იღბლიან ფეხბურთელს , რათქმაუნდა ამის საფუძველი არსებობს , რადგანაც ჯერ ცესარმა მიიღო ტრამვა ჩემპიონთა ლიგის ფინალში , შემდეგ კი კანისარესმა მსოფლიო ჩემპიონატის წინ .
მაგრამ გამართველების გამოყენებაც უნდა შეგეძლოს . რა ძალა აქ გამართლებას თუ შენ მოედანზე შესვლისას დაუშვებ რამოდინემე გამოუსწორებელ შეცდომას . უნდა ისწავლო და დაელოდო საკუთარ შანსს , ხოლო შემდეგ იყო ძალიან დამაჯერებელი . 2002 წლის ფინალი იდეალურად ამტკიცებს ამას . ძირითადში ადგილის დაკარგვა იყო ძალიან მტკივნეული , მაგრამ მე კრინტი არ დამიძრავს ამის შესახებ , არაფერზე არ ვწუწუნებდი , ვაგრძელებდი ჩემ თავზე მუშაობას და ბოლო მივიღე დამსახურებული ჯილდო .
რთული ბურთის მოგერიებისას , ჩვეულებრივ არ ფიქრობ , რომ ეს ძალიან ლამაზი იყო , უფრო იმაზე ფიქრობ , რომ შეგეძლო გოლის გაშვება ,მეგობრებო შეხედეთ ამას დაკვირვებით ! ახლა ჩვენ შეგვეძლო გოლი გაგვეშვა ! ეს სახიფათოა ! თუ ისინი ჩვენ გაგვიტანენ , მოგვიწევს დამატებითი დროის თამაში ! .
რათქმაუნდა "ბაიერთან" ფინალის დროს მე დამეუფლა განსაკუთრებული გრძნობა . ვხდებოდი , რომ მატჩის ამოწურვამდე ჩვენზე ზეწოლას მოახდენდა მოწინაამღდეგე , ისინი არ გაჩერდებოდნენ საკუთარი სისხლის ფასადაც , ეცდებოდნენ , რომ გაეტანათ გოლი , ამიტომ კარგი თამაშით დატკბობის და ზეიმის დრო მე უბრალოდ არ მქონდა . საჭირო იყო ბრძოლის გაგრძელება . გამოვიდა ნერვიული , ხისტი და მწვავე თამაში . ახლა როცა ამ ყველაფერს ვიხსენებ ვხდები რომ ეს იყო ყველაზე რთული მატჩი ჩემ კარიერაში . არ მავიწყდება ის შვება , რომელიც მოგვანიჭა საფინალო საშტვენმა .
როცა არბიტრმა მატჩი დაასრულა მე ავტირდი . ბევრ გულშემატკივრს ჩემზე წარმოდგენა ,როგორც მეკარეზე შეექმნა სწორედ ამ მატჩში , განსაკუთრებით მაშინ როცა ბოლო წუთებზე მოვიგერიე ბასშტურკის დარტყმული . მე მოედანი ატირებულმა დავტოვე . ცრემლებს არ ჰქონია რაიმე კონკრეტული მიზეზი , ეს იყო რექცია ყველაფერზე , რაც მე გადამხდა თავს იმ მომენტისთვის . გაბრაზება , დეპრესია , სიხარული , შვება - ყველაფერი რაც მე მავსებდა იმ დღეს , გარდაიქმნა ცრემლებში . გამოგიტყდებით რომ ყველაზე მეტად მე ვტიროდი გაბრაზების და შვების გამო და არა სიხარულის გამო . მე გავათვითცნობიერე , რომ ჩვენ მოვიგეთ ჩემპიონთა ლიგა , მაგრამ მაინც უფრო მეტს იმაზე თვეებზე ვფიქრობდი , რომელშიც მე არ ვიყავი ძირითადის მეკარე .მძიმეა , როცა ფიქრობ , რომ ყველაფერი კარგადაა და უცებ 2 -ე მეკარე ხდები . ამის მიუხედავად სათადარიგოზე გადაყვანა მე დამეხმარა : ამ გამოცდამ მე ბევრს რამეზე დამაფიქრა , შემავსო , რაც ვიგრძენი მეც და სხვებმაც . მე გადავიტანე მძიმე პერიოდი , მაგრამ - ყველაფერი კარგია რაც კარგად მთავრდება .
ძალიან მენატრებოდა ჩემი ოჯახი . გლაზგოში მხოლოდ ჩემი ძმა და მამაჩები ჩამოვიდნენ . დედაჩემს ჰქონდა ისეთი დამოკიდებულბა მადრიდის მიმართ , როგორც ჩემ რამოდენიმე მეგობარს , ისინი არ წამოვიდნენ მატჩზე რადგან ფიქრობდნენ , რომ მე არ ვითამაშებდი . ამიტომ მე ვიყავი ცოტა მოწყენილი , რადგან ასეთ მნიშვნელოვან მომენტში ჩემ გვერდში ბევრი ახლობელი ადამიანი არ იმყოფებოდა . კი ისინი ამ ყოველივეს ტელევიზორით ადევნებდნენ თვალს და მატჩი მათ ძალიან მოეწონათ, მაგრამ ტრიბუნაზე სულ სხვა განწყობა და გარემოა . ამ მატჩმა აიძულა ყველა ენერვიულა , საკუთარი გუნდის გამო და მე ეს მომეწონა . ნამდვილი ფეხბურთი ასეთიც უნდა იყოს .
მე დაუკავშირდი ოჯახის წევრებს მატჩის შემდგომ , მათ მომილოცეს და მითხრეს , რომ დავიმსახურე მატჩში მონაწილეობის უფლება , იმიტომ რომ ასე ბევრს ვმუშაობდი ამის გამო , ვითმენდი წარუმატებლობას და ვიყავი მდუმარე , არ ვწუწუნებდი , იმის გამო რომ ნამვილად ვიმსახურდი 1 მეკარის წოდებას .

იმ მომენტისთვის სულ რაღაც 20 წლის ვიყავი ( 21 წელი რამოდენიმე დღეში შემისრულდა ) , მაგრამ მე არ მიმაჩნია, რომ მაშინ უბრალოდ ღლაპი ვიყავი, მე ნამდვილად კარგად ვთამაშობდი , იმისათვის რომ გამოვსულიყავი მოედანზე თუნდაც ფინალში . არც-ერთი მატჩი ცუდად არ ჩამიტარებია. როცა მე სათადარიგოზე დამსვეს , ჩემ თავში მხოლოდ ერთი აზრი ტრიალებდა " რა არის ეს ? "
სულის სიღრმეში ვიცოდი , რომ შემეძლო თამაში და აუცილებლად უნდა მეთამაშა . ჩემი ცრემლები იყო გაბრაზების ცრემლები , ახლა კი ვცდილობ ამაზე არ ვიფიქრო . ახლა უკვე ეს წარსულია , ყველაფერი მოხდა ისე როგორც მოხდა და არაა საჭირო წარსულში ქექვა . როცა მე მივიღე შანსი ყველაფერი შეიცვალა და მე არ შემიძლია რამეზე წუწუნი , რადგან ყველაფერი ისე მოხვდა როგორც უნდა მომხდარიყო .
ეს ფინალი ჩემთვის იყო რიგით მეორე , 20 წლის ასაკში . პირველად მე ეს 18 წლის ასაკში შევძელი . იმ დროისთვის ეს არ მაკვირვებდა , მაგრამ ახლა როცა ვუყურებ ამ ყველაფერს ვფიქრობ , რომ ეს აბსოლიტურად არანორმალურია , მაგრამ შემდეგ ვიხსენებ რომ თავადაც ასეთი ვიყავი . ახლა მე გავხდი უფრო კრიტიკული და მომთხოვნი , როცა მე პატარა ასაკის ფეხბურთელს ვხედავ ვფიქრობ " ვნახოთ ვნახოთ , როგორ გაუმკლავდები " , მაგრამ მაშინ იმ ასაკში ასეთი რამ საერთოდ არ მომივიდოდა თავში .
მოპოვებული ჩემპიონობის შემდეგ გასახდელში საოცარი ატმოსფერო იყო , ისევე როგორც პარიჟში გამართული ფინალის შემდგომ ,რომელშიც ჩვენ ვიმარჯვეთ ანგარიშით 3-0 , ამ დროს ფეხბურთელებს შეუძლიათ ცოტა არ იყოს სასაცილოდ მოიქცნენ , განსაკუთრებით როცა ეს ჩემპიონთა ლიგის მოგებას ეხება . ამ დროს მეც მაგ დღეში ვიყავი და ახლა როცა მე ვუყურებ სურათებს ან ვიდეოებს გლაზგოში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ გადაღებულს , ჩემ თავს ვეკითხები: " ღმერთო ჩემო ეს მე ვარ ? როგორი იდიოტი ვიყავი "
მაგრამ იმ დროს ესეთი აზრებისთვის უბრალოდ არ გცალია . ამ დროს ემოციების შეკავება უბრალოდ შეუძლებელია და არც არის საჭირო . ამხელა დაძაბულობის შემდეგ შეიძლება ცოტა მოდუნება . არსებობს სურათები სადაც ვიჭყანები , ვიღებ იდიოტურ პოზებს , ვხტუნაობ , ვყვირივარ . ასეთი ნერვიული სტრესის შემდეგ ძირითადაც ასეც ხდება .
პარიჟში გამარჯვების შემდეგ ჩვენ გაგვიმასპინძლდნენ საოცრად , შემდეგ წავედით მადრიდში და ვიზეიმეთ გულშემატკივართან ერთად გამარჯვება სიბელესზე . გლაზგოში გამარჯვების შემდეგაც იგივე მოხდა , მაგრამ ეს ზეიმი ხან მოკლე აღმოჩნდა რადგანაც ჩვენ ყველა მივემგზავრებოდით მსოფლიო ჩემპიონატზე . ხოლო გლაზგოში მე მამაჩემთან , ჩემ ძმასთან და სხვა ფეხბურთელების ოჯახის წევრებთან ერთად ძალიან გავერთე და მინდა ავღნიშნო , რომ იმ დღეს გავითიშე კიდეც სიმთვრალისგან . მატჩის შემდგომ ჩვენ ვუყურეთ თამაშს , მაშინ კი ყველაფერი უკეთ აღვიქვი . ზიდანის გოლმა მომხიბლა და დამატყვევა . მაშინ გავაცნობიერე თუ როგორ გამიმართლა . ტრამვას ხომ ჩემპიონთა ლიგის ყოველ მოერე ფინალში არ იღებს მეკარე , ამასთან ერთად მე გამომიძახეს ეროვნულ ნაკრებში და ჩემს ირგვლივ ხდებოდა უამრავი რამ . 3 წელიწადში 2 -ჯერ ლიგის მოგება ეს ხომ საოცრებაა .წლების გასვლასთან ერთად გლაზგოს მატჩმა ჩემთვის უფრო დიდი მნიშვნელობა მიიღო , იმიტომ რომ მას შემდეგ ჩვენ არ მოგვიგია ეს ტურნირი .

იმედია ამ მატჩის ჩანაწერს , ჩემი შვილები ნახავენ და მოეწონებათ ის . ვერ ვიტყვი ,რომ გლაზგოში გამარჯვებამ ჩვენ დაგვიკარგა მოტივაცია , ჩვენ ძალიან გვინდოდა კიდევ ერთხელ გამარჯვება ჩემპიონთა ლიგაზე , მაგრამ როცა მოედანზე გამოდიხარ ხვდები თუ რა ძნელია ამის გაკეთება ზედიზედ 2 ჯერ . ხშირად მეკითხებიან , თუ რატომ ვერ შევძელით ჩვენ ისევ გამარჯვებების მოპოვება , მიუხედავად იმისა ,რომ ჩვენ გუნდში მოღვაწეობდნენ უდიდესი ფეხბურთელები , მიუხედავად იმისა რომ გუნდში მოვიდა კიდევ რამოდინიმე სუპერ ვარსკვლავი 2002 წლის შემდგომ ჩვენ მაინც ვერ შევძელით ,ამა წლის შედეგის გამეორება , ალბათ ამ ყოველივეს საიდუმლო იმაში მდგომარეობს ,რომ გუნდში მაშინ სუფევდა საოცარი ატმოსფერო და ჩვენ ვავსებდით ერთმანეთს როგორც მოედანზე ასევე მის გარეთაც .
პრესამ გვიწოდა ჩვენ გალაქტიკოსი , თუმცაღა ეს თავიდან ხუმრობა იყო , შემდეგ კი ხალხმა აიტაცა ეს ყოველივე , ავ ვფიქრობ რომ ეს სახელწოდება ჩვენ რაიმე უპირატესობას გვანიჭებდა მოწინაამღდეგესთან , პირიქით ზოგ შემთხვევაში ხელსაც კი გვიშილიდა . მე არ ვარ გალაქტიკო , მე უბრალო ბიჭი ვარ , რომელიც მოვიდა "რეალში" ახალგაზრდული გუნდიდან , სულ ეს არის ჩემი ისტორია .
2000 და 2002 წლების სეზონში გუნდმა მოიგო ჩემპიონთა ლიგა , მაშინ გუნდში თითქმის ყველა ესპანელები ვიყავით, მასში იყვნენ ძლიერი ფეხბურთელები , ამბიციურები , ვარსკვლავები , ახალგაზრდები, რომელთაც გააჩნდათ ოცნება და მზად იყვნენ ამისთვის თავი გაეწირათ , 2002 წელსაც ფაქტობრივად იგივე შემადგენლობით ვმოღვაწეობდით გუნდში მოვიდნენ სოლარი და ზიდანი , გასახდელში კი იყო საოცარი ატმოსფერო . ამის შემდეგ ჩვენ დაგვემატა არა ერთი ვარსკვლავი და მათ შორის სუპერ ვარსკვლავი , მაგრამ ჩვენ მაინც ვერ შევძელით შედეგის გამეორება , რადგან იღბალმა ზურგი გვაქცია .

მე გუნდში მოვედი როცა ჯერ კიდევ 17 წლის ვიყავი , მაშინ როცა სკოლაშ ვსწავლობდი , მაგრამ მე გამიმართლა , იმიტომ რომ ჩემს ირგვლივ იყვნენ ჩემნაირად ახალგაზრდა და ამბიციური ფეხბურთელები , მათთან თამაშის დროს კი მე უფრო თავდაჯერებული ვხდებოდი . გუნდში იყვნენ ძალიან ხუმარა ფეხბურთელებიც , განსაკუთრებით კი ივან ელგუერა , მე ჩემი ასაკის გამო ხშირად ვიყავი მისი ობიექტი , მაგრამ ეს არასდროს მაბრაზებდა , პირიქით უფრო გვაახლოებდა ჩვენ ერთმანეთთან .
კაპიტანი კლუბისა კი იყო იერო , ის მართლაც იყო ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა , მას ქონდა დიდი წონა გუნდში და გამოირჩეოდა პირდაპირობით. ფერნანდოს ნამდვილად შეეძლო სტიმული და მაგალითი მოეცა ჩვენთვის როგორც მოედანზე ასევე მის გარეთაც , შეიძლება ითქვას რომ გუნდში უმეტესობამ მისგან ძალიან ბევრი ისწავლა . ახლა მე იეროს წყალობით ვიცი , როგორცგადავცე ახალგაზრდა ფეხბურთელებს კლუბის სიყვარული , როგორ მოვეპყრო მათ რათა მივცე სტიმული და გავაგებინო რამდენად დიდ კლუბში თამაშობენ ისინი .
მე უკვე იმდენი ხანია სამეფო კლუბში ვარ , რომ ჩემი მოგონებები გახდა უნიკალური , მერე რა ,რომ მე არ ვიყავი ყოველთვის ძირითადში , მე აქ შემქმნეს ...! - როგორც ფეხბურთელად ასევე ადამიანადაც , ახლა კი მე მინდა გავაგრძელო ის რასაც აკეთებდა ფერნანდო თავის დროზე .

ხალხი შეეჩვია , იმას რომ ჩვენ ვიგებდით თითქმის ყველაფერს , ამიტომაც მათი მოთხოვნილებები გაიზარდა და ყოველ მატჩში ან ტურნირში ისინი ჩვენგან მხოლოდ და მხოლოდ გამარჯვებას ელოდნენ , თუმცაღა მათ ავიწყდებოდათ თუ რაოდენ ძნელი გასაკეთებელია ეს ყოველივე .
მადრიდის "რეალზე" ლაპარაკობენ , რომ მან შეეცადა შეექმნა ფეხბურთის ისტორია , მაგრამ ვერ შეეძლო დაესრულებინა ეს დაწყებული , რომ მას შეეძლო მიეცა სტარტი ახალი ეპოქისა ფეხბურთში , მაგრამ ვერ შეძლო მისი განხორციელება . მე არ ვეთანხმები ამ აზრს . არ ვიტყვი , რომ ჩვენ ვცდილობდით ისტორიის შექმნას , პირიქით ჩვენ ვქმნიდით მას !
ეს კლუბი ჩემთვის ყოველთვის იყო ფეხბურთის ისტორიის საუკეთესო ნაწილი და ეს ყოველთვის ასე დარჩება ჩემში, მიუხედავად იმისა თუ რას იტყვის ხალხი .
2002 წლის ჩემპიონთა ლიგის , ფინალის სრული ვიდეო ჩანაწერი იხილეთ აქ !
- 29 აპრილი 2012
- 8 066
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.