''შალკე'' – ''რეალი'' 1:0

სულ რაღაც ერთი კვირა გავიდა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ მსოფლიო ფეხბურთის ცოცხალი ლეგენდა რაულ გონსალეს ბლანკო ევროპული ფეხბურთიდან წასვლას გეგმავდა, თუმცა ეს დრო სრულიად საკმარისი აღმოჩნდა ''შალკესთვის'', დაეფასებინა ლეგენდა, რომელიც მშობლიურმა კლუბმა და ქვეყანამ ვერ დააფასა...

გუშინ, ბევრმა პირველად იხილა, ერთბაშად გახარებული და დამწუხრებული ''ფელტინს არენა''. ბერლინის ''ჰერტასთან'' გატანილი ოთხი უპასუხო ბურთიდან ერთი რაულის იყო, რაულის რომელსაც გელზენკირხენში ისე დაემშვიდობნენ, როგორც მოსიყვარულე დედა ომში მიმავალ ერთადერთ შვილს. ბლანკომ თავისი ბოლო ევროპული გოლი მატჩის მიწურულს გაიტანა და სტადიონზე შეკრებილი ფანებიც გულიანად აამღერა. ალბათ ბევრი მადრიდისტა ინატრებდა ეს ყველაფერი ''ბერნაბეუზე'' მომხდარიყო, თუმცა ყველას ერთნაირად არ უმართლებს კლუბის უფროსობაში... რახან კლუბის უფროსობაზე ჩამოვარდა საუბარი აქვე მოგახსენებთ, რომ ''შალკეს'' მთავარი მენეჯერის, ჰორსტ ჰელდტის განცხადებით, გერმანული კლუბი გააუქმებს 7 ნომერს რაულის საპატივცემულოდ! შეგახსენებთ, რომ გელზენკირხენულ კლუბში რაულ გონსალეს ბლანკომ მხოლოდ ორი წელი დაჰყო, 97 მატჩში 40–ჯერ აიღო მეტოქის კარი და უდიდესი როლი ითამაშა, როგორც გუნდის ვიცე კაპიტანმა, როგორც ლიდერმა და როგორც ლეგენდამ...
¡Danke Raúl!, მადრიდში კი შესანიშნავი გაკვეთილი მიიღეს, თუ როგორ უნდა დააფასო კლუბის ლეგენდა, ვნახოთ როგორი მოსწავლეები გამოდგნენ მადრიდელები...

''შალკე'' – ''რეალი'' 1:0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)