ახალი რეკორდების მოლოდინში

მიმდინარე სეზონში, მოურინიოს "რეალი" არა ერთ რეკორდს ამყარებს.

პრიმერა დივიზიონის დასრულებამდე 4 ტურია დარჩენილი.მაშასადამე, მადრიდისტებს კიდევ აქვთ შანსი, ჩაებღაუჭონ ახალ მიღწევებს.

გასულ კვირას, "ნოუ კამპზე" შემდგარი ტრიუმფი, მადრიდელებისათვის 28-ე გამოდგა სეზონში.ლა ლიგის ერთ საფეხბურთო წელს ყველაზე მეტი მოგება ერთდროულად "ბარსელონას" და "რეალს" აქვთ - 31-31 (2009/2010).შესაბამისად, თუ "თეთრები" 4-ვე შეხვედრას მოიგებენ, ახალ რეკორდს დაუდებენ დასაბამს.

"განსაკუთრებულის" ფორმაციის "ბლანკოსს," აქვს შესაძლობა, გახდეს გუნდი, რომელმაც ყველაზე მეტი გამარჯვება მოიპოვა სტუმრად ჩატარებულ შეხვედრებში.ამ ეტაპზე, ერთ სეზონში სტუმრად მოგებული მატჩების საუკეთესო მაჩვენებლი 14-ია ("რეალი" და "ბარსელონა").აქედან გამომდინარე, "ატკლეტიკთან" ან "გრანადასთან" გასვლით დაპირისპირებაში 3 ქულის აღება, მადრიდისთვის ახალი მიღწევა იქნება.

და ბოლოს, დარჩენილ ოთხივე თამაშში, წარმატების მიღწევის შემთხვევაში, "რეალს" დაუგროვდება 100 ქულა, რაც უპრეცედენტო მაჩვენებლი იქნება.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 25
2 მურიქი 23
3 ბუდიმირი 17
4 ფერანი 16

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

მთვლელები

საიტის არქივი:

ივლისი 2026 (279)
ივნისი 2026 (203)
მაისი 2026 (171)
აპრილი 2026 (212)
მარტი 2026 (293)
თებერვალი 2026 (307)