პერესი პლატინის მადრიდში ელის
დღეს მადრიდის "რეალის" პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა განაცხადა, რომ სრულიად შესაძლებელია მომავალ ოთხშაბათს უეფას პრეზიდენტი მიშელ პლატინი დაესწროს ჩემპიონთა ლიგის მატჩს "სანტიაგო ბერნაბეუზე", სადაც ერთმანეთს ორი გრანდი: "რეალი" და "მილანი" დაუპირისპირდება.
პლატინი მთელი ზაფხულის განმავლობაში აკრიტიკებდა "რეალის" სატრანსფერო პოლიტიკას, მაგრამ "სამეფო კლუბის" ხელმძღვანელობის თქმით მათ უეფას პრეზიდენტთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვთ.
ასე, რომ პლატინის "ბერნაბეუზე" გამოჩენა იმას ნიშნავს, რომ "რეალსა" და უეფას პრეზიდენტს შორის შესანიშნავი ურთიერთობაა.
ინფორმაციის წყარო: As.com
- 15 ოქტომბერი 2009
- 1 528
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.