ლუკას მოურა "რეალში"?
ლუკასი მართლაც, რომ ამომავალი ვარსკვლავია. იგი ბრწყინვალედ გამოიყურება "სან პაულოში" და ბრაზილიური გრანდის უდავო ლიდერია. ცხადია, ევროპული კლუბების სელექციონერებს მისი შესანიშნავი ასპარეზობა არ გამორჩენიათ. დღემდე ბევრი ინფორმაცია ვრცელდებოდა მოურას ტრაბსფერთან დაკავშირებით. დღეს კი უკვე ნათლად გამოიკვეთა, თუ ვინ იბრძოლებს მის მოსაპოვებლად.
ინგლისური "'Daily Mirror" გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რამდენიმე დღის წინ მადრიდში ლუკასის აგენტი, ვაგნერ რიბეირო იმყოფებოდა. იგი ფლორენტინო პერესსაც კი შეხვდა "ბერნაბეუზე", თუმცა უშუალოდ შეხვედრის დეტალები ჯერ-ჯერობით არ ხმაურდება. ლუკასის მიმართ ინტერესს ალექს ფერგიუსონიც იჩენს. ინგლისურ გამოცემებზე დაყრდნობით "მანჩესტერის" თავკაცი ძალებს და თანხებს არ დაიშურებს ბრაზილიელის გადმოსაბირებლად.
- 27 აპრილი 2012
- 3 103
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.