ფეხბურთელები "ბაიერნთან" მატჩის შემდეგ
გთავაზობთ, მარსელოს, პეპესა და ალონსოს მატჩისშემდგომ კომენტარებს.
მარსელო: "ჩვენ მწვავედ დავიწყეთ თამაში, რამაც დებიუტში 2 გოლი მოგვიტანა.სამწუხაროდ, მეტის გატანა ვეღარ შევძელით.რა თქმა უნდა, გულგატეხილნი ვართ, თუმცა ჩ/ლ-დან გამოვარდნა, გუნდის დიდებულ სეზონს დაღს ვერ დაასვამს.თითოეული ფეხბურთელი ძალებს არ ზოგავდა.ამიტომაც თავაწეულნი ვტოვებთ გათამაშებას."
"კარგი შანსი გვქონდა ფინალში გასვლისა.ჩვენ ვართ გუნდი, რომელიც ერთად იგებს და ერთად მარცხდება.მოთამაშეებმა უდიდესი ძალისხმევა გაიღეს, მაგრამ როგორც ჩანს, უფრო მეტის გაკეთება იყო საჭირო.თერთმეტ მეტრიანების სერია საფეხბურთო ლატარეაა, სადაც იმ შემთხვევაში გამოდიხარ გამარჯვებული, თუ ფორტუნა შენს მხარესაა.ბრავო ბიჭებს, ვინც ნიშნულთან მივიდა.ვამაყობ მათით."
პეპე: "პენალტების სერიაში არ გაგვიმართლა."ბარსელონასთან" მატჩის შემდეგ, მოედანზე გამოვედით და ბოლომდე ვიბრძოლეთ.რასაკვირველია, გვეწყინა ფინალში ვერგასვლის ფაქტი, რამეთუ ვიმსახურებდით."
"ახლა მხოლოდ ლა ლიგაზე უნდა ვიფიქროთ.საჭიროა "სევილიის" დამარცხება და კიდევ ერთი ნაბიჯის გადადგმა ტიტულისაკენ.ჩვენ ახალგაზრდა გუნდი გვყავს, რომელსაც დიდი პოტენციალი აქვს.გაისად ვეცდებით ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის მოგებას.იმედიად, ბედიც გაგვიღიმებს."
"მადლობა მადრიდისტებს.ისინი 120 წუთის განმავლობაში ჩვენს გვერდით იყვნენ და მხურვალედ გვიჭერდნენ მხარს."
ჩ.ალონსო: "აღნიშნულ მატჩში გამარჯვების მოპოვება, ფინალის საგზურს გვაძლევდა.სამწუხაროა, რომ პირველი ტაიმის დასაწყისში მიღებული უპირატესობას ვერ შევინარჩუნეთ.რაც შეეხება დამატებით წუთებს, ფეხბურთელები საკმაოდ გადაღლილნი ვიყავით."
"ვარჯიშის დროს, შესაძლებელია პენალტებზე მუშაობა, თუმცა როდესაც შეხვედრაში ინიშნება თერთმეტ მეტრიანების სერია, იქ ყველაფერი სხვაგვარადაა.თითოეული ჩვენგანი, თავდაჯერებული მივიდა ბურთთან, მაგრამ რა მოხდა ვერ გამიგია.რა თქმა უნდა, ყველანი გულდაწყვეტილნი ვართ, თუმცა უმჯობესია, რაც შეიძლება მალე დავივიწყოთ ეს მარცხი."
- 26 აპრილი 2012
- 3 265
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.