ბენზემა მზად არის სათამაშოდ
დღეს ესპანურ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს საფრანგეთის ნაკრებიდან დაბრუნებული ახალგაზრდა ახალწვეული კარიმ ბენზემა ვალიადოლიდთან მატჩს გადაღლილობის გამო გამოტოვებდა...
ეს ინფორმაცია ცრუ აღმოჩნდა, ფრანგ ფეხბურთელს ახალგაზრდული ასაკი და ფიზიკური სიძლიერე ხელს უწყობს იმაში, რომ გამართოს კვირაში რამდენიმე მატჩი. კარიმს ძალიან სურს ვალიადოლიდის წინააღმდეგ თამაში.
,,მე მზად ვარ სათამაშოდ, არავითარი გადაღლილობა არ მაწუხებს, ეს ჭორია, ვეცდები ვითამაშო, გავიტანო გოლი და დავეხმარო გუნდს გამარჯვების მოპოვებაში" - განაცხადა ფორვარდმა.
- 15 ოქტომბერი 2009
- 1 549
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.