თეთრი მეომრების მიერ გათეთრებული სამყარო
საუკუნის წინ, როდესაც ჩვენი საყვარელი კლუბი ყალიბდებოდა, ვერავინ წარმოიდგენდა რომ მადრიდული საფეხბურთო ფლაგმანი ოდესმე თანამედროვე ფეხბურთის მოწინავეთა შორის იქნებოდა!გადიოდა წლები და წლების მატებასთან ერთად მატულობდა ამ უდიდესი კლუბის გულშემატკივართა რიცხვიც...თუმცა იმ მაშტაბებს,რა მაშტაბებსაც სამეფო კლუბის ქომაგთა რიცხვმა მიაღწია მეოცე საუკუნის ბოლოს და ოცდამეერთე საუკუნეში,ვერცერთი მაშინდელი ფეხბურთის სპეციალისტი ვერ წარმოიდგენდა.
დიდი კლუბების ნაკლებობას ევროპა ნამდვილად არ განიცდის: ბარსელონა, მილანი, ინტერი, მანჩესტერი, ლივერპული, ბაიერნი და ა.შ....მაგრამ მადრიდის რეალში არის რაღაც განსაკუთრებული ქარიზმა! ის, რაც გიზიდავს და გაჯადოებს, მაშინაც კი როცა გუნდს არც თუ ისე წარმატებული პერიოდი უდგას.მხოლოდ იმ ბუმბერაზი ვარსკვლავების (ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს) გახსენება რად ღირს, რომელთაც არაერთხელ ჩაუცვამთ მადრიდული კლუბის "თეთრი აბჯარი" და ”რეალ მადრიდის” ღირსების დასაცავად გასულან მოედანზე!.. გასულან და ოქროს ასოებით შესულან მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში...
ნებისმიერ პერიოდში, დაუძლურებული ”რეალიც” კი, მუდამ შიშის ზარს სცემდა მსოფლიო ფეხბურთის გრანდებს... ”სანტიაგო ბერნაბეუს ” მინდორზე გამოსული მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელების თვალებიდან ბევრი რამის წაკითხვა შეიძლება... შიში და მოკრძალება ამ დიდი "თეთრი ლეგენდის" მიმართ ყველას უგრძვნია, ვისაც ერთხელ მაინც დაუდგავს ფეხი ”სანტიაგო ბერნაბეუს” მრავლისმნახველ მოედანზე... აქ უბრალოდ შეუძლებელია გულგრილად იჯდე და უყურო თამაშს, თუნდაც როგორც ნეიტრალური ვიზიტორი! მე რამდენჯერმე ვარ ნამყოფი ამ დიდებულ არენაზე და მერწმუნეთ, ცარიელი ”ბერნაბეუც” კი გასაოცარი ემოციებით გმუხტავს... გამივლია გვირაბში(ამ თემაზე სტატიაც მაქვს მიძღვნილი), რომელიც გასახდელიდან სათამაშო მინდვრისკენ გადის,მივმხვდარვარ რას ნიშნავს იყო რეალის ფეხბურთელი და რას ნიშნავს ჩემთვის, როგორც მადრიდისტასთვის ეს კლუბი!..
...და დღეს ასჯერ უფრო მრისხანე იქნება გადათეთრებული ”სანტიაგო ბერნაბეუ”, ასჯერ უფრო მეტი ემოცია დაიღვრება ტრიბუნებიდან, ასჯერ მეტი ენერგიით ითამაშებს თეთრ აბჯარში გამოწყობილი ”მერენგთა” ოცეული... ვინც არ უნდა გამოვიდეს სათამაშოდ, ყველა ბოლომდე დაიხარჯება ამ კლუბისთვის, ”ბერნაბეუს” პუბლიკისთვის და იმ მილიონობით ფანისთვის, ვინც ტელევიზორით ან რადიოს საშუალებით უქომაგებს თავის საყვარელ კლუბს!
რატომ მჯერა ამის?..
იმიტომ რომ ეს მადრიდის რეალია, მსოფლიოს საუკეთესო საფეხბურთო კლუბი!.. იმიტომ რომ ეს ”სანტიაგო ბერნაბეუა”, მსოფლიოს ყველაზე დიადი სპორტული სარბიელი!.. და ბოლოს:
-იმიტომ რომ მე ნამდვილი მადრიდისტა ვარ!.. და მეც ტელეეკრანთან მჯდარი,ტრიბუნებს ავყვები აღტაცებით და სიამაყით ვიყვირებ:
HALLA MADRID!!!HALLA MADRID!!!HALLA MADRID!!!
- 25 აპრილი 2012
- 4 255
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.