"წინ, დიდი გამარჯვებისკენ!"
ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირი, გადამწყვეტ ფაზაშია გადასული.
ბებერი კონტინენტისა და სრულიად მსოფლიოს საფეხბურთო სამყარო, ჩემპიონთა ლიგის მეორე ფინალისტის მოლოდინშია.ბუნებრივია, წინასწარ არ გავაკეთებ პროგნოზს, თუმცა ვიტყვი, რომ მადრიდელებს დიდი და კარგი შანსი აქვთ "ალინც არენაზე" დაბრუნებისა.
როგორც იცით, პირველი დაპირისპირება 2-1 დავთმეთ მიუნხენში.ვფიქრობ, ტაბლოზე დაფიქსირებული შედეგი, ტრაგედია ნამდვილად არარის, გამომდინარე იქედან, რომ 1-0-იც ჩვენს წისქვილზე ასხამს წყალს.აღნიშნული ანგარიში უფრო კომფორტულია, ვიდრე სტუმრად 1-0 მარცხი.
ჩემი სუბიექტური თუ ობიექტური აზრით, გერმანიაში ფრე (1-1) უნდა დასრულებულიყო, თუნდაც იმიტომ რომ რიბერის გოლი ჩათვალს არ იმსახურებდა, მაგრამ ახლა ამაზე ყურადღების გამახვილება ნამდვილად უადგილო იქნება.წარსული დავიწყების მიეცა და აქცენტი მხოლოდ "სანტიაგო ბერნაბეუზე" გასამართ მატჩზეა გადატანილი.
რასაკვირველია, თითოეულ მადრიდისტას გვჯერა, საკუთარი კუმირების შესაძლებლობებისა.იმედით აღსავსენი მოველით შეხვედრას და დარწმუნებული ვართ გამარჯვებაში, მაგრამ ჯერ მაინც უადგილოა წინასწარმეტყველება და გუნდის უკვე ფინალში გაყვანა.სასიხარულოა, რომ დაუძინებელმა მტერმა (ბარსელონამ) ორმატჩიანი დუელი ვერ მოუგო "ჩელსის."აღნშნულმა ფაქტმა, მადრიდელი ქომაგები ეიფორიაში არ უნდა ჩააგდოს.ვინც უკვე მიუნხენში ხედავს "ბლანკოსს," სულ მცირე 1 დღით, გამოფხიზლებას ვუსურვებ.
ფინალის საგზური ვერ მოიპოვა "ბლაუგრანამ," ჩვენ კი წინ გველოდება ბრძოლა.ასე, რომ მადრიდისტებო, წინასწარ საუბარს შევეშვათ და დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.შეგახსენებთ, რომ მეორე ფინალისტის ვინაობა, მხოლოდ თამაშის შემდეგ გაირკვევა და არა თამაშამდე.ჩვენ მხოლოდ სიმშვიდე გვმართებს.
ჰალა მადრიდ !!! პუტა ბარსა !!!
- 25 აპრილი 2012
- 4 071
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.