"ბაიერნის" მწარე მოგონება "ბერნაბეუზე"
მიუნხენის "ბაიერნის" ბოლო ვიზიტი "სანტიაგო ბერნაბეუზე" მწარედ დასრულდა.
ალბათ, ყველას კარგად გახსოვთ, ჩემპიონთა ლიგის 2010 წლის ფინალი, სადაც "ინტერი" და "რეკორდმაისტერი" სწორედ მადრიდის მთავარ საფეხბურთო არენაზე შეერკინენ ერთმანეთს.ისიც გეცოდინებათ, რომ იმდროინდელ "ნერაძურის," სათავეში ჟოზე მოურინიო ედგა, რომლის დამოძღვრილებმაც 2-0 იმარჯვეს და ტიტულიც მიითვალეს.
აღსანიშნავია, რომ ფინალურ დაპირისპირებამდე, მილანალებმა ორმატჩიანი დუელში, "ბარსელონა" დაჯაბნეს, ხოლო შემდეგ, როგორც უკვე გითხარით, მილიტოს დუბლის წყალობით, გაუსწორდნენ რობენისა და რიბერის "ბაიერნს."
ერთი სიტყვით, "სანტიაგო ბერნაბეუზე," მოურინიოსთან პაექრობა, ნამდვილად ცუდად აქვთ დაცდილი გერმანელებს.
- 24 აპრილი 2012
- 2 627
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.