კასტილიელები ჩემპიონობაზე
გთავაზობთ, კასტილიელების კომენტარებს, რომლებიც მათ ჩემპიონობის მოპოვების შემდეგ გააკეთეს.
ალვარო მორატა (ფოტოზე): "ვერ აგიღწერთ ემოციებს, რომელიც ჩემპიონობის მოპოვების შემდეგ განვიცადე."
"კასტილიამ დაამტკიცა, რომ ამ ეტაპისათვის, მესამე დივიზიონში თანასწორი მეტოქე არ ჰყავს.რა თქმა უნდა, გვინდოდა "ოვიედოს" დამარცხება, თუმცა ვერ მოვახერხეთ.ჩვენი მიზანია სეგუნდა ბ-ში გადასვლა და მაღალი ადგილებისთვის ბრძოლა."
ხესე: "მიმდინარე სეზონი წარმატებული გამოდგა ჩვენთვის.რასაკვირველია, მნიშვნელოვანი და სიხარულის მომტანია, როდესაც 7 ქლიანი პაუზის შემდეგ, გუნდი ჩემპიონი ხდება."
"ფლეი-ოფის მომავალი 2 მატჩი, საფეხბურთო წლის კულმინაცია იქნება.ბუნებრივია, ძალისხმევას არ დავიშურებთ, რათა რანგით მეორე დივიზიონში ვიასპარეზოთ."
ხუანფრანი: "მადლობა მინდა გადავუხადო თანაგუნდელებს, სამწვრთნელო შტაბსა და ქომაგებს.რომ არა მათი მხარდაჭერა, გუნდი ტიტულს ვერ მოიპოვებდა."
პაბლო გილი: "მთელი სეზონის განმავლობაში, ვიბრძოდით ჩემპიონობისათვის.ფლეი-ოფის თამაშები ადვილი არ იქნება, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა გულშემატკივრების იმედები არ გავაწბილოთ."
იხილეთ ვიდეო, სადაც კასტილიელების ემოციებია გადმოცემული:
- 24 აპრილი 2012
- 1 833
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.