მოურინიო: "ჯერ არაფერი მოგვიგია"
გამოცემა "მარკას" ინფორმაციით, სწორედ ზ/ხსენებული სიტყვები უთხრა მოურინიომ თავის შეგირდებს, "ნოუ კამპზე" მოგებული შეხვედრის შემდეგ.
როგორც იცით, სამეფო კლუბს მხოლოდ ფორმალობა აშორებს ჩემპიონობამდე.რა თქმა უნდა, წარმოუდგენელი და ალოგიკურია იმაზე საუბარი, რომ შესაძლოა მადრიდელებმა ტიტული დაკარგონ, თუმცა "განსაკუთრებული" მოვლენებს არ უსწრებს.მას არ უნდა, რომ ჩემპიონთა ლიგის თამაშის წინ, ეიფორია შეიქმნას გუნდში, რაც რა თქმა უნდა, ზედმეტ თავდაჯერებულობას მოიტანს მოთამაშეებში.მადრიდისტების ასეთი მდგომარეობა, შემდეგ მხოლოდ მიუნხენელების წისქვილა თუ დაასხამს წყალს.აქედან გამომდინარე, ჟოზე მაქსიმალურად ცდილობ, დააშოშმინოს მოწაფეები და გასახდელში საჩემპიონო ატმოსფერო არ შექმნას.
აღსანიშნავია, რომ როდესაც "რეალი" კატალონიიდან მადრიდში დაბრუნდა, აეროპორტში ასობით ქომაგმა მოიყარა თავი.ისინი სხვადასხვა საჩემპიონო სიმღერებით დახვდნენ კუმირებს.ამ ყველაფრის ფონზე კი, მოურინიომ საკმაოდ უიმოციოდ გაიარა ფანების კორიდორი.
- 24 აპრილი 2012
- 2 503
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.