ნეგრედომ ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში დუბლი გაიფორმა
"სევილიას" ფორვარდმა ალვარო ნეგრედომ მეორე მატჩი გამართა ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში და თავი დუბლით გამოიჩინა ბოსნიის ნაკრების წინააღმდეგ (2:5).
ამ მატჩში ალვარო იკერ კასილასთან ერთად საუკეთესო იყო. ნეგრედომ გაიტანა ორი გოლი და გააკეთა ორი საგოლე პასი.
შეგახსენებთ, რომ "რეალს" აქვს უფლება ორი წლის განმავლობაში გამოისყიდოს ნეგრედოს ტრანსფერი 18 მლნ. ევროდ.
ორი გოლი და ორი საგოლე პასი. რას გრძნობთ მატჩის შემდეგ?
მიუხედავად იმისა, რომ ეს მატჩი ფორმალურ ხასიათს ატარებდა, ჩემთვის მაინც მნიშვნელოვანი იყო. მე შესაძლებლობა მომეცა ნაკრებში მეთამაშა და მსურდა ამ შანსის გამოყენება. შესანიშნავად ვმოქმედებდი თანაგუნდელებთან ერთად. პირველ მატჩში მე ბევრს ვცდილობდი, მაგრამ არაფერი გამომდიოდა.
გუნდი მსოფლიო ჩემპიონატზე გავიდა...
იმედი მაქვს გუნდთან ერთად გავემგზავრები სამხრეთ აფრიკაში, მაგრამ ამისთვის ბევრი უნდა ვიმუშაო. ეს ისაა, რაზეც დიდი ხანი ვოცნებობდი. ბევრი შრომით მივაღწიე ამ ყველაფერს. მატჩის შემდეგ დელ ბოსკე მოვიდა ჩემთან და მითხრა, რომ შესანიშნავად ვითამაშე.
ინფორმაციის წყარო: As.com
- 15 ოქტომბერი 2009
- 1 661
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.