”მადრიდის რეალი” ”ბარსელონას” რეკორდის კვალდაკვალ
სეზონის დასრულებამდე ლა ლიგაში ”ბლანკოსებს” ოთხი შეხვედრა დარჩა: ”სევილიასთან”, ”ატლეტიკთან”, ”გრანადასთან” და ”მალიორკასთან” ამჟამად ”თეთრების” აქტივში 88 ქულაა, რაც ნიშნავს, რომ 100 ქულიანი შედეგის მისაღწევად მათ ოთხივე შეხვედრის მოგება ესაჭიროებათ.
საუკეთესო შედეგი დაგროვილი ქულების მხრივ ”ბლანკოსების” ისტორიაში იყო 2009/2010 წლების სეზონი, როცა ”თეთრებმა” მანუელ პელეგრინის ხელმძღვანელობით 96 ქულას მოუყარეს თავი. მაშინ ისინი მხოლოდ კატალონიელებს ჩამორჩნენ.
სეზონის ამ მონაკვეთში 88 ქულის დაგროვება მხოლოდ და მხოლოდ ”ბარსელონას” ქონდა მოხერხებული 2009/2010 წლებში. განსხვავება მაშინდელ ”ბარსელონასა” და დღევანდელ ”მადრიდის რეალის” თანაბარ შედეგს შორის ისაა, რომ მაშინ კატალონიელებს ბუირთების სხვაობა ქონდათ +70, მაშინ როცა დღევანდელი ”მადრიდის რეალის” ბურთების სხვაობა +79-ია.
წინა სეზონი ჟოზე მოურინიოსთვის სადებიუტო იყო და მაშინ გუნდმა წელი 92 ქულით დაასრულა. ამ მიღწევის გასამეორებლად მათ მხოლოდ და მხოლოდ ერთი მოგება და ერთი ფრე ესაჭიროებათ. ასევე დასაშვებია ოთხივე თამაშის ფრედ დასრულებიც , მაგრამ ამ შემთხვევაში პრობლემა ისაა, რომ თასი შეიძლება არა მადრიდში, არამედ ბარსელონაში გაფრინდეს. ”კამპ ნოუზე” გამარჯვებით ”მადრიდის რეალმა” დაასრულა ვირტუალური წრე დაუმარცხებლად. ბოლო დამარცხება ”თეთრებმა” 10 დეკემბერს იწვნიეს ”ბარსელონასგან”, მაშინ ”ბლანკოსებმა” შეხვედრა 1:3 დათმეს.
კიდევ ერთი რეკორდი, რომელიც ”მადრიდის რეალმა” რამოდენიმე დღის წინ ”კამპ ნოუზე” დაამხო იყო სეზონში 107 გოლის გატანა. 108 და 109-ე გოლები შესაბამისად 21 აპრილს გაიტანეს ხედირამ და კრიშტიანო რონალდუმ. თუ გუნდი კვლავ გააგრძელებს ანალოგიურად გამოსვლას და საშუალოდ თითოეულ შეხვედრაში 3,2 გოლის გატანას, სეზონის ბოლოს მათ 121 გოლი დაუგროვდებათ. ეს სულ რაღაც შვიდი გოლით ნაკლებია 1930-31 წლებში ”ასტონ ვილას” მიერ სეზონის განმავლობაში გატანილი გოლების რაოდენობას. მაშინ ”ასტონ ვილამ” ერთ სეზონში 128-ჯერ მოახერხეს მეტოქის დამწუხრება.
ბარსელონაში მოგება ”მადრიდის რეალისთვის” 14-ე გასვლითი მოგებული შეხვედრა გახლდათ, რამაც მისცა ”თეთრებს” საშუალება, რომ ”ბარსელონას” ანალოგიური მიღწევა გაემეორებინა. ეს კატალონიელებმა 2008/2009 და 2009/2010 წლებში მოახერხეს. იმისთვის, რომ გაასწრონ ამ მაჩვენებლით კატალონიელებს ”თეთრებს” ბოლბაოში ან გრანადაში მოგება ესაჭიროებათ.
- 23 აპრილი 2012
- 3 466
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.