კარანკა: "რონალდუ საუკეთესოა მსოფლიოში"
"ელ კლასიკოს" შემდეგ აიტორ კარანკამ პრესკონფერენცია გამართა.
"მოპოვებული 3 ქულა უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენთვის.ბოლო "კლასიკოებში" გოლები გვაკლდა და ამის გამო ვიჩაგრებოდით ხშირად.როდესაც კატალონიელებმა გაგვიტანეს, მატ მოგება დაიწყეს ფიქრი, თუმცა რონალდუს გოლმა არ დააყოვნა."
"გათამაშების დასრულებამდე 4 ტურია დარჩენილი და სასწორზე კიდევ 12 ქულა დევს.ჩემპიონობამდე 2 გამარჯვება გვაშორებს.შემდეგ ტურში კიდევ ერთი ნაბიჯი უნდა გადავდგათ ტიტულისაკენ."
"ფეხბურთელებმა ქომაგებს მიუძღვნეს მოგება.თავის მხრივ მადრიდისტებიც ძალზედ გახარებულნი არიან მოვლენების ამგვარი განვითარებით.ახლა მთლიანად "ბაიერნზე" უნდა გადავერთოთ."
"არავინ ფიქრობდა, რომ "ნოუ კამპზე" "ბარსელონას" ბარიერს გადავლახავდით, მაგრამ ეს მოხდა.იმედი მაქვს, ჩემპიონთა ლიგის განმეორებით დუელში "ბერნაბეუ" პირამდე გაივსება და ჩვენც შევძლებთ ფინალში გასვლას."
"იოზილიმა საგოლე პასით, ყველა კითხვას პასუხი გასცა, მის ფორმასთან დაკავშირებით.კრიშტიანუ მსოფლიოში საუკეთესო მოთამაშეა.მისმა გოლმა შარშან სამეფო თასი მოგვაგებინა, ხოლო ახლა უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოგვაპოვებინა."
- 22 აპრილი 2012
- 4 296
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.