"ბარსა" 86-86 "რეალი"
დღევანდელი "ელ კლასიკო," გუნდებისათვის ორმაგად მნიშვნელოვანია.გამარჯვების მოპოვების შემთხვევაში, ორივე მხარეს საშუალება აქვს ურთიერთშეხვედრების სტატისტიკაში წინ გაიჭრას.
ტექნიკური ფრე:
მადრიდი და ბარსელონა, ოფიციალურად 216-ჯერ შეერკინენ ერთმანეთს.86-86 შემთხვევაში გუნდების გამარჯვება დაფიქსირდა, ხოლო 46-ჯერ ფრე.
7 "კლასიკო" მოგების გარეშე:
სამეფო თასის ფინალიდან მოყოლებული, ესპანური ფეხბურთის გრანდებმა 7-ჯერ გააგორეს ყაიმი.აღსანიშნავია, რომ მადრიდელებს გამარჯვება არ უზეიმიათ კარგა ხნის განმავლობაში და თუ ისინი დღესაც 3 ქულის გარეშე დარჩებიან, მაშინ ეს იქნება ყველაზე გრძელი მშრალი სერია, "კლასიკოების" ისტორიაში.ცნობისთვის, ამ კომპონენტში ანტირეკორდი ჯერაც "კულეებს" ეკუთვნით.ისინი 2001 წლის 3 აპრილიდან 2003 წლის 6 დეკემბრამდე ვერ ახერხებდნენ დედაქალაქელების ძლევას.
კრიშტიანუ და "ბარსა:"
საინტერესოა, რომ მიმდინარე პრემარა დივიზიონში, მხოლოდ "ბარსელონა" და "მალიორკა" არიან ისეთი გუნდები, რომელთაც პორტუგალიელს გოლი არ უგემიათ."ნოუ კამპზე" ბურთის შეგდებით, ის შეუერთდება ბალტასარას, ბებეტოსა და პიცცის.ამ უკანასკნელებმა სხვადასხვა წლებში, ლა ლიგაზე 18 გუნდს გაუტანეს გოლი.ამ მხრივ, უპრეცედენტოა ბრაზილიელი "კიჭას" მიღწევა, რომელმაც 96-97 წ.წ. ესპანეთის პირველობაზე, 22 გუნდიდან 19 დაამწუხრა.
მესი და "რეალი:"
რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ბოლო 3 "კლასიკოში," არგენტინელ მეგოლეს თავი არ გამოუჩენია.შეგახსენებთ, რომ ლეოს ანგარიშზე, 14 გოლია მადრიდელთა კარში.ერთი ბურთის შეგდებით, ის ცეზარს გაუტოლდება, რომელიც "კლასიკოს" ბომბარდირი იყო "ბლაუგრანას" მხრიდან.რაც შეეხება "კლასიკოს" მადრიდისტ გოლეადორებს, აქ რაული (15 გოლი) და დი სტეფანო (18 გოლი) ლიდერობენ.
დაუმარცხებელნი შაბათს:
ბოლოს, მადრიდელები სტუმრად გამართულ შაბათის შეხვედრაში, 2010 წლის 16 იანვარს, "სან მამესზე" მინიმალური ანგარიშით დამარცხდნენ.იქედან მოყოლებული, "თეთრებმა" აღნიშნულ დღეს, 22-ჯერ იასპარეზეს გასვლაზე, თუმცა შინ მარცხით არ დაბრუნებულად.
მე-6 "კლასიკო" სეზონში:
პირველად ისტორიაში, ერთ სეზონში 6 "კლასიკო" დაფიქსირდება.დღემდე, საუკეთესო მაჩვენებელი 5 გახლდათ.აღსანიშნავია, რომ მოგების შემთხვევაში "კულეები" დაამყარებენ რეკორდს, რომელიც ერთ სეზონში 4 მადრიდულ-კატალონიური დაპირისპირების გამარჯვებას ეხება.
კლასიკო და ჩემპიონობა:
ესპანეთის ფეხბურთის ისტორიაში, ორჯერ დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც ჩემპიონმა ორივე თამაში წააგო უშუალოდ მდევართან.პირველად, "რეალი" ჩავარდა მსგავს სიტუაციაში (1975-76 წ.წ. სეზონში "ბარსასთან"), ხოლო მეორედ "ატლეტიკო" (82-83 წ.წ. სეზონში "რეალთან").
მარცხი ევროსარბიელზე:
დღევანდელი "კლასიკო" იქნება მესამე, რომელშიც მონაწილე გუნდები, ევროსარბიელიდან დამარცხებული ბრუნდებიან.პირველი შემთხვევაში დაფიქსირდა 1966 წელს და მაშინ "ბლანკოსმა" იმარჯვა, ხოლო მეორე 1987 წელს და "ბლაუგრანას" მოგებით დასრულდა.
დამარცხება მიუნხენში:
საინტერესოა, რომ არსებობის განმავლობაში, "რეალი" მეოთხედ გავა "ნოუ კამპზე," მიუნხენიდან მარცხნაგემი ჩამოსული.აღსანიშნავია, რომ წინა სამ შემთხვევაში, მადრიდისტებმა 1 მოიგეს და 2-ჯერ ფრე გააგორეს.
ახალი რეკორდი:
სამეფო კლუბს აქვს შესაძლებლობა, ახალ რეკორდს დაუდოს დასაბამი ესპანეთის ჩემპიონატში.საუბარია გატანილ ბურთებზე.მოგეხსენებათ მოურინიოს შეგირდებმა 107 ბურთს მოუყარეს თავი და ამით ტოშაკის რეკორდი გაიმეორეს.
რონალდუ-მესის დუელი:
აღნიშნული ფეხბურთელების დუელი, თითოეულ ტურში მწვავდება.მათ ანგარიშზე 41-41 გოლია.თუ ვინ გაიჭრება წინ, ამას "კლასიკო" გვიჩვენებს.
8 წითელი ბარათი:
ბოლო 10 კლასიკოში, 10 წითელი ბარათი დაფიქსირდა.აქედან 8 მადრიდელებმა მიიღეს, ხოლო 2 კატალონიელებმა.აღსანიშნავია, რომ მოურინიოს შეგირდების ბოლო 20 დუელი "ბარსასთან," 11 გაძევებით დასრულდა.სტატისტიკოსებმა დაადგინეს, რომ მოუს გუნდი "კულეების" წინააღმდეგ 3 საათი და 48 წუთი იყო უმცირესობაში.
- 21 აპრილი 2012
- 3 118
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.