მიატოვიჩი: "იმედია, მოურინიო დიდხანს დარჩება რეალში"

სამეფო კლუბის ყოფილმა მოთამაშემ და სპორტულმა დირექტორმა პრედრაგ მიატოვიჩმა, "ევრო სპორტთან" "რეალზე" ისაუბრა.

"მოურინიო დიდებული მწვრთნელია.ყველა კლუბში, სადაც მუშაობდა, განსაკუთრებული კვალი დატოვა.ჟოზე გამარჯვებული ადამინია.ვიმედოვნებ, რომ სამეფო კლუბის სათავეში კიდევ დიდხანს დარჩება."

"მომავალი "ელ კლასიკო" ძალიან დაძაბული და რთული იქნება.ჩემი აზრით, სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, ფრე დამაკმაყოფილებელი შედეგია მადრიდისტებისთვის."

"ჩემპიონთა ლიგაზე დაფიქსირებული შედეგი ნორმალურია, რამეთუ განმეორებით დუელში, 1-0-საც გავყავართ ფინალში."

"რაც შეეხება მესისა და რონალდუს შედარებას, როგორც "რეალის" ქომაგი, პორტუგალიელს მივცემდი მცირე უპირატესობას.აღსანიშნავია, რომ ისინი ჩინებულ სეზონს ატარებენ და ძალზედ პროდუქტიულები არიან."

"ვიცოდი, რომ 2 წლიანი ბრწყინვალე გამოსვლის შემდეგ, რაული "შალკეს" რიგებს დატოვებდა.კაპიტანომ თავისი ხელმოწერა შექმნა გერმანიაში.ასევე, ვფიქრობ, რომ რაულმა სანაკრებო კარიერაც დახურა.მის გარეშე ესპანეთმა მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატები მოიგო.დღესდღეობით ბლანკოს ეროვნულ გუნდში რომ უხმონ, ის უარით გაისტუმრებს და გზას ახალგაზრდებს დაულოცავს."

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 16
2 მბაპე 15
3 რაფინია 11
4 ბუდიმირი 10

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

თებერვალი 2025 (41)
იანვარი 2025 (330)
დეკემბერი 2024 (329)
ნოემბერი 2024 (334)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)