გოლის აპოთეოზი
1990 წელს " რეალ მადრიდმა" ბუტრეს ხუთეულთან ერთად მოიპოვა მეხუთე საჩემპიონო ლა ლიგის ტიტული ზედიზედ და დაამყარა რეკორდი გატანილი გოლების რაოდენობით ჩემპიონატში ( 107 გოლი ) , რომელიც გაიმეორა დღევანდელმა რეალმა კრიშტიანუსთან ერთად.
ეს იყო მეხუთე ჩემპიონობა ზედიზედ ბუტრეს ხუთეულისა. ეს იყო კულმინაცია წარმატებული 5 წლისა ენციკლოპედიური თაობისა. ეს იყო "ბლანკოსი" 107 გოლი ლა ლიგაში , რეკორდი რომელიც გაიმეორა რონალდუს თაობამ.
25-ე საჩემპიონო ტიტულმა მადრიდისა , 1990 წელს მოპოვებულმა , დაასრულა ციკლი 5 -ჯერ ზედიზედ ჩემპიონობისა, რეზულტატი , მიღწეული წინა გუნდისა 1961 -1964 წლებში და რომელიც არავის არასდროს აღარ გაუმეორებია.
თამაში, ამბიცია და უპირატესობა გუნდის, რომელსაც წვრთნიდა ჯონ ტოშაკი , გაცდა ყველანაირ საზღვრებს , მათ გაიტანეს 100 -ზე მეტი გოლი , იმ დროის კლუბის ბომბარდირმა უგო სანჩესმა კი გაიმეორა სარის რეკორდი გაიტანა რა 38 გოლი და დაეხმარა გუნდს მეტოქის კარები ერთ სეზონში 107-ჯერ დაელაშქრათ. 1987 წლიდან პრიმერაში უკვე თამაშობდა 20 კლუბი. რეკორდმა გასტანა 22 წელი , იმ წუთამდე სანამ კრიშტიანუმ და მისმა თანაგუნდელებმა შეძლეს მისი გამეორება , დღევანდელი გუნდი რომელიც საშუალოდ მატჩში იტანს 3,2 გოლს , ბუტრეს ხუთეულის წინაამღდეგ რომელიც საშუალოდ მატჩში 2,8 გოლს იტანდა , 80 გოლი რომელიც ჩაიწერეს თავის ანგარიშზე ბენზემამ , იგუაინმა და რონალდუმ , ემუქრება ყველა რეკორდის დამხობას .
" 1990 წლის გუნდი იყო იმ დროინდელი ეპოქის საუკეთესო ვერსია " -ამბობს უგო , რომელმაც იმ სეზონში მოიპოვა 5-ე პიჩიჩის ტროფეი და პირველი ოქროს ბუცი .
"ჩვენ ვთამაშობდით დასამახსოვრებლად , ჩვენ ვიღებდით სიამოვნებას ფეხბურთისგან . არ გვაინტერესებდა არანაირი სტატისტიკა , იმ თაობამ ნამდვილად დატოვა თავისი კვალი კლუბის ისტორიაში და გულშემატკივრებში " - გვიყვება მარტინ ვასკესი , რომელმაც გაიტანა 14 გოლი სარეკორდო სეზონში და მოგვევილნა კლუბის მეორე საუკეთესო ბომბარდირად.
"ეს იყო ამბიციური კოლექტივი . ჩვენ მემკვიდრეები ვიყავით ხუანიტოს სულისა და კამაჩოსი , მათი გამარჯვებულის ხასიათი , ამას დამატებული ხუთეულის ოსტატობა და უგოს გოლები" - აცხადებს გორდილიო "
მას შემდეგ რაც გუნდმა მოიგო 2-ჯერ უეფას თასი, 4-ჯერ პრიმერა , სამეფო თასი და 2-ჯერ ესპანეთის სუპერთასი რამონ მენდოსამ განაახლა რამოდენიმე დეტალი თავის მადრიდში , იმ იმედით , რომ კლუბი მოიგებდა სანატრელი ჩემპიონთა ლიგის ტროფეის . მან მთავარ მწვრთნელად მოიყვანა ტოშაკი ,ასევე დაცვაში მოიყვანა იერო და რუდჯერი .
" ის "რეალი" მახსენებდა ესპანეთის ნაკრებს , რომელიც ჩაიბარა დელ ბოსკემ ,ლუის არაგონესის შემდგომ .არ იყო საჭირო გუნდში დიდი ცვლილები . ტოშაკმა სცადა ახალი იდეების გატარება , მაშინ როცა შუსტერი გადაიყვანა დაცვის ცენტრში და ჩენდო მოედნის ცენტრალურ ზონაში , მაგრამ მას აუხსენით , რომ არ იყო საჭირო გუნდში ექსპერიმენტები . ამის შემდგომ კი გამოჩნდა კარგი თამაშიც და მოვიდა რეზულტატიც " - იხსენებს ბუიო , მეკარე იმ დროინდელი ლეგენდარული გუნდისა. როდესაც ექსპერიმენტების დრომ ჩაიარა გულშემატკივრებმა იცოდნენ ზეპირად ძირითადი შემადგენლობა: ბუიო , ჩენდო , სანჩისი , რუდჯერი , იერო , გორდილიო , მიჩელი , შუსტერი , მარტინ ვასკესი , ბუტრაგენიო და უგო სანჩესი . 4 მათგანმა ( ჩენდომ , მიჩელმა , ბუიომ და უგო) გაატარეს მოედანზე 3000 წუთზე მეტი , დანარჩენმა 7 კი - 2000 წუთზე მეტი დაჰყო მოედანზე. სათადარიგო ფეხბურთელებიდან კი მხოლოდ სოლანამ , ლოსადამ და ალდანამ ითამაშეს 800 წუთზე მეტი . ტოშაკმა ჩამოაყალიბა სქემა 5-3-2 , რომელიც ადვილად გარდაიქმნებოდა 4-4-2 სანჩისის ცენტრში გადაყვანით და აჩვენებდა ძალიან ლამაზ , ლაღ და შემტევ თამაშს განსაკუთრებით კი "სანტიაგო ბერნაბეუზე".
" არ შემიძლია ავხსნა , თუ როგორ ვთამაშობდით ჩვენ , მაგრამ როცა მე ვუყურებ იმ ეპოქის მატჩებს მე მეშინია . მე მექმნებოდა საგოლე მომენტები , ცენტრალურ თავდამსხმელის პოზიციაზეც კი , მარჯვენა ფლანგის დაცვის დროსაც და ცენტრალური ნახევმცველის პოზიციაზეც ... ეს იყო ტოტალური შეტევა . ჩვენ არ ვჩერდებოდით. "ბერნაბეუზე" ჩვენ ვიგებდით 3-0 და ვფიქრობდით , რომ შეიძლებოდა ცოტაოდენი დასვენება , მაგრამ როცა უკან გადაცემას გავაკეთებდით ჩვენ სტადიონზე შეკრებილი პუბლიკა გვიშტვენდა . ისინი ითხოვნდნენ მეტს და უფრო მეტ გოლს " - გვიამბობს გორდილიო . " როცა ჩვენ ვთამაშობდით შინ , ხალხი მოდიოდა მატჩის სანახავად კი არა არამედ განადგურების . არსებობდა ესეთი რწმენა გუნდის მიმართ , ყველაზე ხშირად ფრაზა რომელიც ჩვენ გვესმოდა მდგომარეობდა შემდეგში: რამდენ გოლს გაიტანთ კვირას ? " - იხსენებს მარტინ ვასკესი , რომელმაც სეზონი ჩაატარა ახალი კონტრაქტის მოლოდინში , რომელიც მას არ შესთავაზეს და ის წავიდა იტალიაში კერძოდ კი "ტორინო"-ში .
მალევე დაიწო გამანადგრურებელი გამარჯვებები "ჩამარტინზე" . 3-ე ტურში გადაურეს "ვალენსიას" (6-2) , 5-ში "კადის"-ს (4-1) , 7-ე ტურში "მალაგას" (4-0) და ასე შთამბეჭდავი შედეგი იდებოდა ერთი მეორეს მიყოლებით . 78 გოლი 19 მატჩში , რომელიც ჩაატარა სამეფო კლუბმა შინ იმ სეზონში , საშუალო მაჩვენებელი კი 4 გოლს აღწევდა მატჩში . მხოლოდ ორი მარცხი განიცადა თეთრებმა , "კამპ ნოუზე" "ბარსელონასგან" (3-1 ) და "ატოჩე"-ზე "რეალ სოსიედადი"-სგან (2-1) , ამ შედეგმა კი მოიტანა რეკორდი , რომელმაც გაძლო 22 წელი და იქნა განმეორებული "დღევანდელ დღეს" .
"ბლანკოსის" იდილეამ მოწინაამღდეგეს კარში იპოვა თავისი გმირი უგოს სანჩესის სახით . 38 გოლი ყველანაირი გემოვნების და ფერის : 4 პენლატი , 6 საჯარიმო დარტყმა , 9 თაური და ერთი მკერდით გატანილიც კი " ლას გაუნას" მოედანზე. ყველაფერი ერთი შეხებით . ამ ყველაფერს კი ის აღნიშნავდა საცირკო ნომრის მსგავსად. " ახლა თავდასხმა საუკეთესო დაცვაა. ამდენმა თვალმა და კამერამ სუსტი გახადა მცველები . ამიტომ ბოლო წლებში სამეფო კლუბი და "ბარსელონა" მიილტვოდნენ 100 გოლის საზღვრის გადალახვას , მაგრამ ეს შეძლეს მხოლოდ ერთხელ და რეკორდის დამხობა ახლოსაა" - იხსენებს სანჩესი . მექსიკელმა გაიფორმა 2 ჰეტრიკი და 10 დუბლი , კრიშტიანუმ კი 7 ჰეტრიკის და 5 დუბლი .
ჩემპიონობა უკვე თითქმის გარანტირებული იყო 5 ტურით ადრე მის დასრულებამდე , თეთრებმა კი განიზრახეს ყველა რეკორდის დამხობა . იმ მომენტისთვის გუნდს ჰქონდა 94 გოლი გატანილი , უგოს კი - 33 . 13 გოლმა კი უკანასკნელ 4 მატჩში დღესასწაული უფრო სამხიარულო გახადა . 100-ე გოლი გაიტანა იერომ კალდერონზე , 107-ე კი ალდანამ . უკანასკნელ მატჩში , რომელშიც უგოს მისია ჯერ შესრულებული იყო , გუნდს უკვე მოპოვებული ჰქონდა ჩემპიონობა და მწვრთნელმა გადაწყვიტა ძირითადის ფეხბურთელები დაესვნებინა . " ეს მატჩში იყო " ოვედოს" წინაამღდეგ , რომელიც გაიმართა "სანტიაგო ბერნაბეუზე" , მე არ მყოფნიდა 3 გოლი რათა რეკორდი განმემეორებინა და გამეტანა 38 გოლი . თამაშის დაწყებამდე მე მივედი თანაგუნდელებთან და ვთხოვე მათ რომ დამხმარებოდნენ ამ ყოველივეში , მე ვნადირობდი მასზე ბოლო წუთებამდე . ეს იყო დაუვიწყარი წელი" - განაცხადა სანჩესმა.
იხილეთ 107 გოლი რომელიც "რეალმა" გაიტანა 1989/90 წლების სეზონში .
- 19 აპრილი 2012
- 2 602
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.