გამეორდება ისტორია???

როგორც იცით, მადრიდის "რეალმა" პირველი ნახევარფინალური შეხვედრა "ალიანს არენაზე" 2-1 დათმო.

საინტერესოა, რომ 2001-2002 წ.წ. სეზონში, როდესაც ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში "ბაიერნი" და "ბლანკოსი" გადაეყარნენ ერთმანეთს, პირველი დუელი მიუნხენის ოლიმპიურ სტადიონზე 2-1 დასრულდა, მასპინძლების გამარჯვებით (პიზაროსა და ეფენბერგის გოლებს ჯერემიმ უპასუხა).განმეორებით დაპირისპირებაში, ვისენტე დელ ბოსკეს შეგირდებმა 2 უპასუხო გოლი გაუტანეს (ელგერა & გუტი) მეტოქეს და 1/2 ფინალის საგზური მოიპოვეს, სადაც შემდეგ "ბარსელონა" გამოაგდეს და ფინალურ მატჩში ასევე გერმანული ლევერკუზენის "ბაიერი" დაამარცხეს.

აღსანიშნავია, რომ 10 წლის წინანდელი ფაქტი, საკმაოდ სასიამოვნო გასახსენებლია.იმედია, ისტორია გამეორდება და "თეთრები" ჯერ ტურნირიდან "რეკორდმაისტერს" გამოთიშავენ, ხოლო შემდეგ ლიგის მე-10 ტიტულს იზეიმებენ.

ცნობისთვის, ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის ორმატჩიანი დუელების სერიაში, მადრიდელებმა პირველი მატჩში ხუთჯერ წააგეს 2-1 სტუმრად.აქედან "სანტიაგო ბერნაბეუზე" სამ შემთხვევაში დაფიქსირდა პოზიტიური (65-66 წ.წ. 5-0 "ფეინორდთან," 72-73 წ.წ. 3-1 "არხეს პიტესთან" & 79-80 წ.წ 1-0 "პორტუსთან"), ხოლო ორ შემთხვევაში ნეგატიური შედეგი (72-73 წ.წ. 0-1 "აიაქსთან" & 07-08 წ.წ. 1-2 "რომასთან).

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 16
2 მბაპე 15
3 რაფინია 11
4 ბუდიმირი 10

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

თებერვალი 2025 (41)
იანვარი 2025 (330)
დეკემბერი 2024 (329)
ნოემბერი 2024 (334)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)