ეს "ალიანს არენაა"
მაშ ასე, "ალიანს არენას"(იგივე "მიუნხენ არენა") მშენებლობას საფუძველი 2002 წლის 21 ოქტომბერს ჩაეყარა. 2005 წლის 30 მაისს კი სადღესასწაულო ვითარებაში გაიხსნა. პირველი მატჩი "მიუნხენ არენაზე" "ნიურბერგმა" და"მიუნხენ 1860"-მა გამართეს. აქვე გეტყვით იმასაც, რომ საშინაო მატჩებს "ბაიერნის" გარდა აქ "მიუნხენ 1860"-იც ატარებს. ამ სტადიონის აშენებამდეც ორივე გუნდი ერთი და იმავე მოედანზე თამაშობდა, კერძოდ მიუნხენის ოლიმპიურ სტადიონზე.
"ალიანს არენა" გერმანიაში სიდიდით მესამეა "სიგნალ იდუნა პარკისა" და მიუნხენის ოლიმპიური სტადიონის შემდგომ. სტადიონი უახლესი ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი. მასზე დამონტაჟებულია 2 760 სინათლის პანელი, ლურჯი და წითელი ფერის. შესაბამისად, სტადიონი სხვადასხვა ფერს ღებულობს იმის მიხედვით, თუ რომელი კლუბი თამაშობს. სულ "ალიანს არენაზე" 69 901 მაყურებელი ეტევა. მოედნის საფარის სიგრძე 105 მეტრია, ხოლო სიგანე 68.
სტადიონზე არის ორი მუზეუმი, ერთი "ბაიერნის", ხოლო მეორე "მიუნხენ 1860"-ის, აგრეთვე მაღაზიები და სხვადასხვა დაწესებულებები. სულ სტადიონზე დამონტაჟებულია 190 მონიტორი. აგრეთვე იქ არის 550 ტუალეტი. "ალიანს არენას" მშენებლობაზე დაიხარჯა 22 000 ტონა ფოლადი. სტადიონის ირგვლივ არის სპეციალური ავტოსადგომი, რომელზეც 10 000 მანქანა ეტევა. აქვე ერთი საინტერესო ფაქტიც, "მიუნხენ არენას" განათება საათში 50 ევრო ჯდება. როგორც ცნობილია, სტადიონი 340 მილიონ ევროდაა შეფასებული.
როგორც ზემოთ მოგახსენეთ, 2005 წლის 30 მაისს "ნიურბერგსა" და "მიუნხენ 1860"-ს შორის გაიმართა პირველი მატჩი "ალიანს არენაზე". პირველი გოლი ამ სტადიონზე სწორედ "1860"-ის ფეხბურთელს ეკუთვნის, კერძოდ პატრიკ მილჩრაუმს. მომდევნო დღეს, კიდევ ერთი მატჩი გაიმართა, ამჯერად "ბაიერნსა" და გერმანიის ნარებს შორის. 2 ივნისს კი პირველი დერბიც შედგა. გამარჯვება "1860"-ის ფეხბურთელებს დარჩათ. "ბაიერნის" კარში ერთადერთი და გამარჯვების გოლი პოლ აგუსტინომ გაიტანა.
რაც შეეხება პირველ ოფიციალურ გოლს აღნიშნულ სტადიონზე, იგი გაიტანა ოუენ ჰარგრივსმა "ბუნდესლიგის" მატჩში მიუნხენგლადბახის "ბორუსიის" წინააღმდეგ 2005 წლის 5 აგვისტოს. პირველი გუნდი, რომელმაც "ალიანს არენაზე" სტუმრობისას შეძლო თავის გამოჩენა, დრეზდენის "დინამო" გახლავთ. აგრეთვე "დინამო" პირველი გუნდია, რომელმაც "მიუნხენ არენაზე" სტუმართაგან შეძლო გამარჯვების მოპოვება. ცნობისთვის, ეს მატჩი გერმანიის მეორე ბუნდესლიგის ეგიდით გაიმართა და "დინამომ" "მიუნხენ 1860"-ს 2-1 სძლია. 2005 წლის 5 ნოემბერს მიროსლავ კლოზე, რომელიც მაშინ "ვერდერში" თამაშობდა, გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც "ბაიერნის" კარის აღება შეძლო "ალიანს არენაზე". კლოზემ პირველი წუთზევე გამოიჩინა თავი, თუმცა ბრემენული კლუბი ამ მატჩში 1-3 დამარცხდა.
2006 წლის გერმანიის მუნდიალზე "ალიანს არენაზე" 6 შეხვედრა გაიმართა. 9 ივნისს გერმანია 4-2 კოსტა რიკა(გახსნითი მატჩი), 14 ივნისს ტუნისი 2-2 საუდის არაბეთი, 18 ივნისს ბრაზილია 2-0 ავსტრალია, 21 ივნისს კოტდივუარი 3-2 სერბეთი, 24 ივნისს გერმანია 2-0 შვედეთი და 5 ივლისს პორტუგალია 0-1 საფრანგეთი...
- 17 აპრილი 2012
- 5 377
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.