"ოქროს ბურთის" 30 კანდიდატს სამშაბათს წარადგენენ
ფრანგულმა ჟურნალმა "France Football"-მა გუშინ განაცხადა, რომ სამშაბათს 20 ოქტომბერს გამოაქვეყნებს "ოქროს ბურთის" 30 კანდიდატს.
კრისტიანო რონალდომ გასულ სეზონში მოიგო ეს პრიზი და ასევე წელსაც იქნება სავარაუდო კანდიდატებს შორის. მან გასულ სეზონში მოიგო ინგლისის პრემიერლიგა "მანჩესტერის" შემადგენლობაში და ასევე ინგლისის ლიგის თასი. ამას ისიც ემატება, რომ წლევანდელ სეზონში მადრიდის "რეალის" რიგებში საუკეთესოდ გამოიყურება. მისი უშუალო კონკურენტი იქნება "ბარსელონას" ფეხბურთელი ლეონელ მესი. არგენტინელმა კატალონიური კლუბის შემადგენლობაში გასულ სეზონში ყველა შესაძლო ტიტული მოიგო. კრისტიანომ გასულ სეზონში უშუალო გამარჯვება მოიპოვა "ოქროს ბურთისთვის" ბრძოლაში. მან დააგროვა 446 ქულა, მესიმ კი – 281. სხვა კანდიდატებმა შემდეგი ქულები დააგროვეს: ფერნანდო ტორესი (179), იკერ კასილასი (133), ხავი (97).
ინფორმაციის წყარო: As.com
- 14 ოქტომბერი 2009
- 4 095
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.