კარანკა:“ გუნდი მშვიდად არის და წარმატებას ელოდება"
აიტორ კარანკამ შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...
“გუნდი მხოლოდ ვარჯიშზე და მუშაობაზეა დამოკიდებული, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ გვყავს შესანიშნავი ჯგუფი,რომლებიც დიდ სიხარულს გვანიჭებენ. ისინი ჩემპიონობას იმსახურებენ, ჩვენ კი უნდა განვაგრძოთ მუშაობა ბოლომდე.“
„ხალხი ამბობს, რომ ჯოზე დაცვით თამაშს თამაშობს, მაგრამ 107 გოლი სხვაზე მეტყველებს.“
„სპორტინგი თავს კარგად იცავდა და ჩვენ ეს ვიცოდით. ფრე მათთვის ბევრ რამეს ნიშნავდა. ხიხონელების პრობლემები თამაშს გვირთულებდა.“
„ისევე როგორც „ატლეტიკოსთან“ მატჩში, დღესაც დაძაბულობა იყო მაგრამ ჩვენ მოვახერხეთ გამარჯვება და სამი ქულის მოპოვება, რაც იმას ნიშნავს რომ ისევ ჩემპიონატის ლიდერები ვართ."
„ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება. ჩვენ უნდა ვითამაშოთ კიდევ ერთი მატჩი სამშაბათს „მიუნხენელების“ წინააღმდეგ, რომელიც არცთუ ისე ადვილი გამოდგება ჩვენთვის. მზადებას კი ხვალ განვაგრძობთ."
ავტორი: მარიამი
- 15 აპრილი 2012
- 1 983
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.