ხიხონთან შაჰინს ელოდებიან

მოგეხსენებათ, მადრიდული დერბის დროს ჩაბი ალონსომ ყვითელი ბარათი მიიღო, რომელიც რიგით მეხუთე აღმოჩნდა, ესპანეთის ფედერაციის წესდების მიხედვით კი ყოველ მეხუთე გაფრთხილებაზე, მოთამაშე ერთ შეხვედრიანი დისკვლაფიკაციით ისჯება...

გამომდინარე აქედან, მოურინიოს როტაცია მოუწევს. გუნდის მთავარი საყრდენი სპორტინგთან შეხვედრაში ვერ იასპარეზებს, ამიტომ ჟოზემ მისი შემცვლელი უნდა იპოვოს.

მთავარ კანდიდატად თურქი ახალგაზრდა, ნური შაჰინი მოისაზრება, რომელსაც ძალიან ცოტა დრო აქვს სათამაშოდ და ამ შემთხვევაში მისი სასტარტოში დაყენება სარფიანი იქნება.

ასევე არის ვარაუდი იმის შესახებ, რომ ჩაბის ესტებან გრანერო შეცვლის, რომელმაც ბოლო თვეებში აშკარად მოუმატა, მაგრამ იგი უფრო მეტად სუფთა საყრდენის მოვალეობებს ასრულებს, ვიდრე ჩამშლელისა და შეტევის დამწყების. მოგეხსენებათ, ჩაბის ორმაგი პოზიცია აქვს, იგი მეტოქის ნახევარმცველებსაც "გუდავს" და შეტევებსაც იწყებს.

ხიხონელებთან შეხვედრაში ნახევარდაცვის ცენტრს სავარაუდოდ ნური შაჰინისა და სამი ხედირას დუეტი დაიკავებს.

  • Hala
  • 13 აპრილი 2012
  • 2 014
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)