კარანკა: "ადვილი გასეირნებები აღარ დარჩა"
მადრიდულ დერბიში სასურველი შედეგის მოპოვების შემდეგ, აიტორ კარანკამ პრესკონფერენცია გამართა.
"როგორც კრიშტიანუმ, ასევე დანარჩენმა ფეხბურთელებმა, ბრწყინვალე თამაში აჩვენეს.მატჩი "ატლეტიკოს" გოლის შემდეგ გართულდა.ამას დაემატა ქომაგების ზეწოლა სამეფო კლუბზე, თუმცა საბედნიეროდ, ბიჭებმა გადალახეს დაბრკოლებები და სასურველი შედეგი დააფიქსირეს."
"პირველ ნახევარში თანაბარი ბრძოლა მიმდინარეობდა.შესვენებამდე გავიტანეთ გოლი, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო.კარგად გვესმოდა, რომ ანალოგიური უნდა გაგვეკეთებინა მეორე ტაიმშიც, რამეთუ სიტუაცია გართულდებოდა.ფეხბურთელებმა მიღებული გოლის შემდეგ, ნამდვილი ხასიათი გამოავლინეს."
"დარჩენილ მატჩებში სავალდებულოა ქულების მოპოვება.ვფიქრობ, ადვილი გასეირნებები აღარ დარჩა პრიმერაში.ჩემპიონატის მიწურულს თითოეულ კლუბს თავისი მიზნები აქვს.ამ მომენტისათვის, მადრიდისტები მშვიდად და თავდაჯერებულად არიან."
"გამომდინარე იქედან, რომ მარსელომ ბოლო ვარჯიშზე ზურგში იგრძნო ტკივილები და ამის გამო უქმობა მოუწია, ის ვერ მოხვდა მატჩის განაცხადში."
"რასაკვირველია, ლა ლიგა ჯერ არ დასრულებულა.საჭიროა ბრძოლის გაგრძელება და საქმის ბოლომდე მიყვანა."
- 12 აპრილი 2012
- 2 238
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.