რონალდუ: "მადლობა თანაგუნდელებს"
კრიშტიანუ რონალდუმ საკუთარი კუნთების პოტენციალი, "ვისენტე კალდერონზე" შეკრებილ ქომაგებსაც გაუმხილა.მადრიდულ დერბიში შესრულებული ჰეთ-თრიქი, მისთვის მე-12 გამოდა "რეალის" მაისურით.პორტუგალიელმა ფეხბურთელმა, მატჩის შემდეგ მცირე კომენტარი გააკეთა:
"ვიცოდით, რომ ძალიან რთული დაპირისპირება იქნებოდა.საბედნიეროდ, კარგად გავართვით თავი დაკისრებულ მოვალეობებს.დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს თანაგუნდელებს.რომ არა ისინი, ნამდვილად ვერ შევძლებდი ასეთ დონეზე თამაშს.ძალიან გახარებული ვარ გამარჯვებით."
"გუნდი თავდაჯერებულია და ახლა მხოლოდ მომავალ პაექრობაზე ფიქრობს."
- 12 აპრილი 2012
- 3 381
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.