იოვეტიჩის აგენტი "რეალის" დაინტერესებაზე საუბრობს
სტევან იოვეტიჩის შესამჩნევი პროგრესი შეუმჩნევლად ვერ დატოვეს ევროპულმა კლუბებმა. ჩერნოგორიელი ფეხბურთელის აგენტმა ბლადო ბოროსანმა განაცხადა, რომ მისი კლიენტით "რეალი" და "მანჩესტერი" დაინტერესდნენ. მათ ჯერ კიდევ 2008 წელს სურდათ იოვეტიჩის შეძენა, მაგრამ ყველას "ფიორენტინამ" დაასწრო.
ბოროსანი მაღალ ფასად აფასებს თავის კლიენტს: "ერთი წლის წინ იოვეტიჩში გადაიხადეს 8 მლნ. ევრო და ეს იყო დაბალი ფასი, რადგან ახლა ის 20–25 მლნ. ევრო ღირს. სწორედ ამდენი ღირს "ვოლფსბურგის" თავდამსხმელი ჟეკო და იოვეტიჩი მას არაფრით ჩამოუვარდება".
ინფორმაციის წყარო: As.com
- 14 ოქტომბერი 2009
- 2 472
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.