"ატლეტიკო" - "რეალი" [პრევიუ]
მაშ ასე, "ლა ლიგის" გათამაშება გადამწყვეტ ფაზაში შედის. სიტუაცია ძალზედ დაძაბულია, რამეთუ "რეალსა" და "ბარსელონას" შორის ქულათა სხვაობა მხოლოდ ოთხიღა გახლავთ. დღევანდელი შეხვედრა ჟოზე მოურინიოს შეგირდებისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია. აღსანიშნავია, რომ "ატლეტიკოსთან" მატჩს "რეალი" ბრწყინვალე სტატისტიკით ეგებება. "მერენგები" 20 მატჩია არ დამარცხებულან, აგრეთვე გასვლაზე ბრწყინვალედ გამოიყურებიან - 12 მოგება, ორი ფრე და ერთი წაგება, 40 გატანილი და მხოლოდ 10 მიღებული ბურთი.
გადავხედოთ გუნდების სატურნირო მგომარეობას. მადრიდის "რეალზე" ყველას კარგად მოგეხსენებათ, სამეფო კლუბი პირველ ადგილს იკავებს 79 ქულით. რაც შეეება მეორე მადრიდულ გუნდს, "როხი ბლანკო" მეშვიდე პოზიციის ბინადარია 42 ქულით. დიეგო სიმეონეს შეგირდებისთვის ეს მატჩი უმნიშვნელოვანესია, რამეთუ ცხრილის იმ ნაწილში, სადაც ისინი იმყოფებიან დიდი ბრძოლაა გამართული ევროთასებზე მოხვედრისთვის.
ახლა კი, "ვინსენტე კალდერონზე" გავამახვილოთ ყურადღება. მადრიდის ამ ბრწყინვალე სტადიონზე მადრიდული დერბი 74-ჯერ გაიმართა. "მერენგები" მცირე უპირატესობას ფლობენ - 31 მოგება, 20 ფრე და 23 წაგება. ბურთების შეფარდება კი 117-112-ზე გახლავთ "რეალის" სასარგებლოდ. თავადაც კარგად ხედავთ, თუ როგორ უშეღავათო ბრძოლისკენ მივყავართ სტატისტიკას.
რთული მატჩი რომ იქნება, ამაზე ფეხბურთელებიც და მწვრთნელებიც თანხმდებიან. აიტორ კარანკა:
იკერ კასილიასი:
ორიოდე სიტყვა "ატლეტიკოზეც" ვთქვათ, სიმეონეს შეგირდები წელს კარგ სეზონს ატარებენ. გუნდი ევროპის ლიგის ნახევარფინალშია და გამორიცხულია არაა, ჩემპიონობაც იზეიმონ. განსაკუთრებით კარგად "როხი ბლანკო" "ვინსენტე კალდერონზე" გამოიყურება - 9 მოგება, 4 ფრე და ორი მარცხი, 29 გატანილი და 10 მიღებული ბურთი. "მერენგები" განსაკუთრებულ ხიფათს ფალკაოსა და ადრიანისგან უნდა ელოდნენ, რომელთა ანგარიშზეც 20 გატანილი გოლია ჯამში...
- 11 აპრილი 2012
- 1 584
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.