"მისტერ დერბი" "კალდერონზე" დაუმარცხებელია
"მისტერ დერბი" - ასე უწოდებენ იკერ კასილიასს ესპანეთში, რამეთუ "კაპიტანოს" კარიერაში, მომავალი დაპირისპირება "ატლეტიკოსთან," რიგით 24-ე იქნება.
"ფურია როხას" კიპერისათვის, "ვისენტე კალდერონი" ერთ-ერთი ყველაზე "საყვარელი" საფეხბურთო არენაა ესპანეთში.ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ იქ ჩატარებული 11 მატჩიდან, იკერს არცერთი წაუგია (9 მოგება და 2 ფრე).კასომ მხოლოდ 7 ბურთი მიიღო (საშუალოდ 0.63 ბურთი თითოეულ მატჩში) და 5-ჯერ შეძლო კარის შენახვა მშრალად.აღნიშვნის ღირსია კასილიასის ბოლო მატჩი "მადრიგალზე," სადაც ის 8 სეივით გამოირჩა.შეხვედრის ბოლო წუთებზე ფაქტიურად მკვდარი ბურთები "გამოაძრო," აგუეროსა და გოდინის დარტყმების შემდეგ.საბოლოოდ, მისი ძალისხმევით 1-2 იმარჯვეს მადრიდისტებმა (მატჩის შემდეგ მოურინიომ აღნიშნა, რომ განვლილ შეხვედრაში მოედანზე საუკეთესო იკერი და მთავარი მსაჯი იყვნენ - ავტ).
ასევე საინტერესოა, რომ 23 დერბიდან, მხოლოდ ერთხელ დარჩა კასილიასი დამწუხრებული.ეს ფაქტი მის სადებიუტო სეზონში 1999 წელს, დაფიქსირდა.მაშინ ახალგაზრდა კასო შეცვლაზე შემოვიდა ბიზარის ნაცვლად და მიუხედავად იმისა, რომ "რეალს" 3 გოლი ჰქონდა გაშვებული, დარჩენილი წუთები საიმედოდ შეინახა კარი.
- 10 აპრილი 2012
- 1 733
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.