შუსტერი : "რეალი" დერბის იოლად მოიგებს
მადრიდის "რეალის" ყოფილმა მწვრთნელმა, ბერნდ შუსტერმა განაცხადა, რომ 4 ქულიანი სხვაობა, რომელიც სამეფო კლუბს მდევართან აქვს, მინიმუმ 1 ტურით უეჭველად შენარჩუნდება...
"როხი ბლანკო მართლაც ანგარიშგასაწევი გუნდია და ისინი სერიოზულ ძალას წარმოადგენენ, მაგრამ უკვე ათეულობით წლები გადის მას შემდეგ, რაც "ბლანკოსი" თანაქალაქელეს ჩაგრავს, მადრიდულ დერბის 95%-ს სწორედ სამეფო კლუბი ასრულებს თავის სასარგებლოდ."
"გასათვალისწინებელია, რომ ვალენსიამ ჟოზეს გუნდს ქულები დააკარგინა, ამიტომ "თეთრებს" ორმაგი მოტივაცია ექნებათ, მათი შანსი ძალიან დიდი და არამგონია ხელიდან გაუშვან."
"ცოტა ხნის წინ ყველას ეგონა, რომ "ბლანკოსი" უპირიბოდ გახდებოდა ჩემპიონი, მაგრამ როგორც ხედავთ ვითარება დაიძაბა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ რეალი სიბელესზე ვერ ავა, დარწმუნებული ვარ დედაქალაქელები კატალონიელებს აჯობებენ."
- 10 აპრილი 2012
- 1 874
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.