სიმეონეს დერბიში ბედი არ წყალობს
"ატლეტიკოს" მთავარი დამრიგებლისათვის, სამწვრთნელო კარიერაში პირველი მადრიდული დერბი იქნება.
როგორც იცით, დიეგო პაბლო სიმეონე, ფეხბურთელის ამპლუაში კარგა ხნის განმავლობაში ირიცხებოდა "როხი ბლანკოს" რიგებში.აქედან გამომდინარე, არგენტინელი კარგად იცნობს "რეალს," თუმცა არა მგონია ტკბილი მოგონებები აკავშირებდეს მასთან.
"ატლეტიკოს" მაისურით, სიმეონემ 5-ჯერ მიიღო მონაწილეობა მადრიდულ დერბიში.აღსანიშნავია, რომ ხუთივე შემთხვევაში სამხრეთ ამერიკელმა დამწუხრებული დატოვა მწვანე მინდორი.
სიმეონეს ნათლობა დერბიში, 1992 წლის სეზონში შედგა.მაშინ "თეთრებმა" 4-2 დაამარცხეს თანქალაქელები.მომდევნო წელს, დიეგო პაბლოს "ატლეტიკომ" ჯერ 1-0 წააგო "ბერნაბეუზე," ხოლო შემდეგ 1-2 "კალდერონზე."ნიშანდობლივია, რომ ბოლოს ნახსენებ შეხვედრაში, 54-ე წუთზე წითელი ბარათი აუფრიალეს მას.რაც შეეხედება მომდევნო 2 დაპირისპირებას, ერთი 97-ში შედგა და 3-1 მოიგო "რეალმა," ხოლო მეორე 2003-ში და 2-0 დასრულდა.
ცნობისთვის, ერთადერთი გამარჯვება "რეალის" წინააღმდეგ, სიმეონემ 1992 წელს მოიპოვა, "სევილიას" მოთამაშის რანგში.
- 10 აპრილი 2012
- 1 579
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.