პირველი ფრე 42 მატჩის შემდეგ
როგორც მოგეხსენებათ, მადრიდის "რეალმა" გუშინდელ შეხვედრაში ვერ მოახერხა "ვალენსიის" დამარცხება და მორიგი სამი ქულის მოპოვება. ეს შეხვედრა უგოლო ყაიმით დასრულდა და სტატისტიკურადაც საკმაოდ საინტერესო ფაქტი გამოდგა.
მადრიდის "რეალმა" მოგებული, თუ წაგებული მატჩის გემო ბევრჯერ გაიგო, მაგრამ პირველად ითამაშა 42 მატჩის შემდეგ ფრედ. აქამდე 42 მატჩის განმავლობაში "სამეფო" კლუბი იგებდა და აგებდა, მაგრამ "სანტიაგო ბერნაბეუზე" ფრედ არ დაუსრულებია შეხვედრა. უფრო კონკრეტულად რომ ჩავეძიოთ, "მერენგებმა" ბოლო ყაიმი საკუთარ არენაზე 2007/08 წლების სეზონში დააფიქსირეს, რაც მართლაც უჩვეულო და მეტ-ნაკლებად კარგი სტატისტიკაა. მადრიდული პუბლიკა იმედოვნებს, რომ ეს 0-0 მიმდინარე და არა მხოლოდ მიმდინარე სეზონში ბოლო იქნება.
Marca.com
- 9 აპრილი 2012
- 1 973
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.