კარანკა & მარსელო: "მუშაობა გრძელდება"
გთავაზობთ, კარანკასა და მარსელოს მატჩისშემდგომ კომენტარებს.
აიტორ კარანკა: "როდესაც იმართება მსგავსი თამაშები, სადაც 95-ე წუთამდე უცნობია მოიპოვებ თუ არა გამარჯვებას, მხურვალე გულშემატკივრობის ფონზე, გამოდის, რომ კლუბი სწორი მიმართულებით მიდის.ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას და რა თქმა უნდა, არ გავჩერდებით, თუ რაიმე აკრძალული ხერხით არ გადაგვაგდებენ გზიდან."
"მთელმა მსოფლიომ ნახა დღევანდელი მსაჯობა.როდესაც სათადარიგო რეფერის ვესაუბრებოდი, შენიშვნა მივიღე, რამაც გამაოცა.საკმაოდ კორექტულად ვიქცეოდი და რა გახდა ამის მიზეზი არვიცი.მთავარია ის ერთსულოვნება, რომელიც გუნდში სუფევს.გამომდინარე იქედან, რომ ჩვენს კლუბს ბევრი მტერი ჰყავს, სეზონის ბოლოს მოპოვებული ტიტულები ორმაგად სასიხარულო იქნება."
მარსელო: "ჩვენს ყოველთვის დიდი ზეწოლა მოდის, მაგრამ ეს არ გვაშინებს.ჰანდიკაპი 4 ქულამდე შემცირდა.საჭიროა ჩემპიონობისკენ მიმავალ გზაზე ყურადღებით ყოფნა.ჩვენ მადრიდის "რეალი" ვართ, მაშასადამე ბოლომდე ვიბრძოლებთ."
- 9 აპრილი 2012
- 1 574
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.